მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 43

1დასასრულსა, ძეთა კორესთა, გულისჴმის-ყოფისათჳს

2ღმერთო, ყურთა ჩუენთა გუესმა ჩუენ და მამათა ჩუენთა გჳთხრეს ჩუენ საქმე იგი, რომელ ჰქმენ დღეთა მათთა, დღეთა მათ შინა პირველთა.

3ჴელმან შენმან მოსრნა წარმართნი და დაჰნერგენ იგინი, ბოროტი უყავ ერთა და განასხენ იგინი.

4რამეთუ არა მახჳლითა მათითა დაიმკჳდრონ ქუეყანა და არცა მკლავმან მათმან იჴსნნა იგინი; არამედ მარჯუენემან შენმან და მკლავმან შენმან და ნათელმან პირისა შენისამან, რამეთუ სათნო-იყვენ შენ იგინი.

5შენ თავადი ხარ მეუფჱ ჩემი და ღმერთი ჩემი, რომელმან ჰბრძანე ცხორებაჲ იაკობისი.

6შენ გამო მტერნი ჩუენნი დავრქენეთ, და სახელითა შენითა შეურაცხ-ვყუნეთ იგინი, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა.

7რამეთუ არა მშჳლდსა ჩემსა ვესავ, არცა მახჳლმან ჩემმან მაცხოვნოს მე.

8რამეთუ შენ მაცხოვნენ ჩუენ მაჭირვებელთა ჩუენთაგან, და მოძულეთა ჩუენთა არცხჳნე.

9ღმრთისა მიერ ვიქებოდით ჩუენ მარადღე და სახელსა შენსა აუვარებდეთ უკუნისამდე.

10ხოლო აწ განმიშორენ და მარცხჳნენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა.

11მართლუკუნმაქციენ ჩუენ უფროს მტერთა ჩუენთასა და მოძულენი ჩუენნი მიმოდამიტაცებდეს ჩუენ.

12მიმცენ ჩუენ ვითარცა ცხოვარნი შესაჭმელნი და წარმართთა შორის განმთესენ ჩუენ.

13მიეც ერი შენი უსასყიდლოდ და არა იყოს სიმრავლე სასყიდლისა ჩუენისა.

14მყვენ ჩუენ საყუედრელ მახლობელთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოსთა ჩუენთა.

15მყვენ ჩუენ იგავ წარმართთა შორის და თავის სახრელად ერთა შორის.

16მარადღე კდემულებაჲ ჩემი ჩემ წინაშე არს

17და სირცხჳლმან პირისა ჩემისამან დამფარა მე. ჴმისაგან მაყუედრებელისა და ძჳრისმეტყუელისა, პირისაგან მტერისა და მდევარისა.

18ესე ყოველი მოიწია ჩუენ ზედა და ჩუენ არა დაგივიწყეთ შენ და არა ვეცრუენით ჩუენ აღთქუმასა შენსა; და არცა განდგა მართლუკუნ გული ჩუენი

19და მისდრიკენ ალაგნი ჩუენნი გზისაგან შენისა.

20რამეთუ დამამდაბლენ ჩუენ ადგილსა ბოროტსა და დამფარნა ჩუენ აჩრდილმან სიკუდილისამან.

21უკუეთუ დავივიწყეთ ჩუენ სახელი ღმრთისა ჩუენისა და გან-თუ-ვიპყრნეთ ჴელნი ჩუენნი ღმრთისა მიმართ უცხოსა,

22არა ღმერთმან სამემცა იძია ესე? რამეთუ მან უწყის საიდუმლო გულისა. რამეთუ შენთჳს მოვსწყდებით ჩუენ მარადღე, შევირაცხენით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი.

23განიღჳძე, რად გძინავს, უფალო? აღდეგ და ნუ განმაგდებ ჩუენ სრულიად.

24რად გარემიიქცევ პირსა შენსა და დაივიწყებ გლახაკებასა ჩუენსა და ჭირსა ჩუენსა?

25რამეთუ დამდაბლდა მიწამდე სული ჩუენი, და აღეკრა ქუეყანასა მუცელი ჩუენი.

26აღდეგ, უფალო, შემეწიენ ჩუენ და მიჴსნენ ჩუენ სახელისა შენისათჳს.


წინა თავი შემდეგი თავი