მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 20

1დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

2უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.

3გულისთქმა გულისა მისისა მიეც მას და ნებაჲ ბაგეთა მისთა არა დააკლე მას.

4რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გჳრგჳნი ქვისა მისგან პატიოსნისა.

5

6დიდ არს დიდებაჲ მისი მაცხოვარებითა შენითა, დიდებაჲ და დიდად შუენიერებაჲ დაადგ მას ზედა;

7რამეთუ მისცე მას კურთხევა უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაჲთა. რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაჲთა არა იძრას.

8

9იპოვენ ჴელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან პოვნეს ყოველნი მოძალენი შენნი.

10რამეთუ დაასხნე იგინი, ვითარცა საჴუმილი ცეცხლისა ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი.

11ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან.

12რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახნეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად.

13რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განჰმზადო პირი მათი.

14ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდე და ვაქებდე ძლიერებათა შენთა.


წინა თავი შემდეგი თავი