მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 12

1ვიდრემდის, უფალო, დამივიწყებ მე სრულიად? ვიდრემდის გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?

2ვიდრე ვისთჳს დავისხნე ზრახვანი სულსა ჩემსა და სალმობანი გულსა ჩემსა დღე და ღამე?

3ვიდრემდის ამაღლდებოდის მტერი ჩემი ჩემ ზედა? მოიხილენ, შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო,

4განანათლენ თუალნი ჩემნი, ნუუკუე დავიძინო მე სიკუდიდ.

5ნუსადა თქუას მტერმან ჩემმან: მრე ვეყავ მას; მაჭირვებელნი ჩემნი იხარებდენ, შე-თუ-ვიძრა.

6ხოლო მე წყალობასა შენსა ვესავ; იხარებდეს გული ჩემი მაცხოვარებითა შენითა, უგალობდე უფალსა, კეთილისმყოფელსა ჩემსა და ვაქებდე სახელსა უფლისა მაღლისასა.


წინა თავი შემდეგი თავი