მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 104

1აუარებდით უფალსა და ხადოდეთ სახელსა მისსა, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი.

2აქებდით მას და უგალობდით მას, მიუთხრობდით ყოველთა საკჳრველებათა მისთა.

3იქებოდით სახელითა მისითა წმიდითა; იხარებდინ გული მეძიებელთა უფლისათა.

4მოიძიეთ უფალი და განძლიერდით და ეძიებდით პირსა მისსა მარადის;

5მოიჴსენეთ საკჳრველებათა მისთა, რომელ ქმნნა სასწაულნი და სამართალნი პირისა მისისანი.

6ნათესავნი აბრაჰამისნი მონანი მისნი, შვილნი იაკობისნი რჩეულნი მისნი.

7თავადი არს უფალი ღმერთი ჩუენი, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არიან სამართალნი მისნი.

8მოიჴსენა უკუნისამდე აღთქმისა თჳსისა და სიტყვაჲ, რომელ ამცნო ათასამდე ნათესავად,

9რომელ-იგი დადვა აბრაჰამის თანა და ფიცი მისი ისაკის თანა.

10და დაამტკიცა იგი იაკობის თანა ბრძანებად და ისრაჱლისა აღთქმად საუკუნოდ.

11და ჰრქუა მას: შენ მიგცე ქუეყანა იგი ქანანისა ნაწილად მკჳდრებისა თქუენისა;

12რამეთუ იყვნეს იგინი რიცხჳთ მცირე-მცირე და მსხემ მას შინა.

13და ვიდოდეს იგინი თესლითი თესლად და მეფეთაგან ერად სხუად.

14არა აუფლა კაცსა ვნებად მათდა და ამხილა მათთჳს მეფეთა:

15ნუ შეეხებით ცხებულსა ჩემსა და წინაწარმეტყუელთა ჩემთა შორის ნუ უკეთურობთ.

16და მოუწოდა სიყმილსა ქუეყანად და ყოველი ძალი პურისა შემუსრა.

17წარავლინა წინაწარ მათსა კაცი, და მონად განისყიდა იოსები.

18დაამდაბლნეს ბორკილითა ფერჴნი მისნი, რკინასა განვლო სულძან მისმან.

19ვიდრე მოწევნადმდე სიტყჳსა მისისა სიტყუამან უფლისამან გამოაჴურვა იგი.

20მიავლინა მეფემან და განჰჴსნა იგი მთავრად ერისა და განუტევა იგი.

21და დაადგინა იგი უფლად სახლსა თჳსისა და მთავრად ყოვლისა მონაგებისა მისისა;

22სწავლად მთავართა მისთა, ვითარცა თავი თჳსი, და მოხუცებულთა მისთა განბრძნობად.

23და შევიდა ისრაჱლი ეგჳპტედ, და იაკობ დაემკჳდრა ქუეყანასა ქამისსა.

24და აღაორძინა ერი მისი ფრიად და განაძლიერა იგი უფროს მტერთა მისთა.

25გარდააქცია გული მისი მოძულებად ერისა მისისა და ზაკუად მონათა შორის მისთა.

26წარავლინა მოსე, მონაჲ მისი, და აჰრონ, რომელი გამოირჩია თავისა თჳსისა;

27დასხნა მათ შორის სიტყუანი სასწაულთა მისთანი და ნიშთა მისთანი ქუეყანასა მას ქამისასა.

28მიავლინა მათდა ბნელი და დააბნელნა, რამეთუ განამწარნეს სიტყუანი მისნი.

29გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და მოსწყჳდნა თევზნი მათნი;

30განამრავლა ქუეყანამან მათმან მყუარი საუნჯეთა შორის მეფეთა მათთასა.

31თქუა, და მოჴდა ძაღლისმწერი და მუმლი ყოველთა საზღვართა მათთა.

32დასხნა წჳმანი მათნი სეტყუად, და ცეცხლი აღატყდებოდა ქუეყანასა მათსა.

33და დასცა ვენაჴები მათი და ლეღოვანი მათი და შემუსრა ყოველი ხე საზღვარისა მათისა.

34თქუა, და მოჴდა მკალი და ბუზჳ, რომლისა არა იყო რიცხჳ;

35შეჭამა ყოველი თივა ქუეყანასა შინა მათსა და მოჭამა ყოველი ნაყოფი ქუეყანისა მათისა.

36და დასცა ყოველი პირმშო ქუეყანასა შინა მათსა დასაბამად ყოვლისა ტკივილისა მათისა.

37და გამოიყვანნა იგინი ოქროთა და ვეცხლითა, და არა იყო ნათესავსა მათსა სნეულ.

38იხარა ეგჳპტემან გამოსლვასა მათსა, რამეთუ დაეცა შიში მათი მათ ზედა.

39განჰმარტა ღრუბელი საგრილად მათდა და ცეცხლი მნათობად მათდა ღამე.

40ითხოეს, და მოჴდა მწყერ-მარჴილი და პურითა ზეცისათა განაძღნა იგინი;

41სცა კლდესა, და გამოეცნეს წყალნი, და ვიდოდეს ურწყულსა მდინარენი.

42რამეთუ მოიჴსენა სიტყჳსა წმიდისა თჳსისა, რომელ ყო აბრაჰამის მიმართ, მონისა თჳსისა.

43და გამოიყვანა ერი თჳსი სიხარულით და რჩეულნი მისნი - შუებით.

44და მისცა მათ სოფლები წარმართთა, და ნაშრომი ერთა დაიმკჳდრეს,

45რაჲთა დაიცვენ სამართალნი მისნი და სჯული მისი მოიძიონ. დიდებაჲ


წინა თავი შემდეგი თავი