მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 127

1ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა, და რომელნი ვლენან გზათა მისთა.

2ნაშრომი ნაყოფთა შენთა შჭამო შენ, ნეტარ იყო და კეთილი გეყოს შენ.

3ცოლი შენი, ვითარცა ვენაჴი მსხმო კიდეთა სახლისა შენისათა; შვილნი შენნი, ვითარცა ახალნერგნი ზეთისხილისანი, გარემოს ტაბლისა შენისა.

4აჰა, ესერა, ესრეთ იკურთხოს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა.

5გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, და იხილო შენ კეთილი იერუსალჱმსა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა

6და იხილნე შენ შვილნი შვილთა შენთანი. მშჳდობაჲ ისრაჱლსა ზედა.


წინა თავი შემდეგი თავი