მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 43

1და მომიყვანა მე ბჭედ, მხედველად აღმოსავალით კერძო, და განმიყვანა მე.

2და, აჰა, დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ მოვიდოდა აღმოსავალითკერძოსა გზასა და ჴმაჲ ბანაკისაჲ, ვითარცა ჴმაჲ მეორწილეთა მრავალთაჲ, და ქუეყანა ბრწყინვიდა, ვითარ ნათელი დიდებისაგან მისისა მრგულივ.

3და ხილვაჲ, რომელი ვიხილე, ხილვისაებრ, რომელ ვიხილე, ოდეს შევიდოდე ცხებად ქალაქისა, და ხილვაჲ ეტლისაჲ, რომელ ვიხილე, ხილვისაებრ, რომელ ვიხილე მდინარესა ზედა ქობარისსა, და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა.

4და დიდებაჲ უფლისაჲ შევიდა სახიდ გზისაგან ბჭისაჲსა, მხედველისა აღმოსავალთაჲთ კერძო,

5და აღმიღო მე სულმან და შემიყვანა მე ეზოდ უშინაგანესად; და, აჰა, სავსე დიდებითა უფლისაჲთა სახლი იგი. და დავდეგ

6და ჴმაჲ სახლით გამო მეტყუელებდა ჩემდამო და კაცი დგა მახლობელად ჩემსა;

7და თქუა ჩემდამო: უკუეთუ მიხილე მე, ძეო კაცისაო, ადგილი საყდრისა ჩემისაჲ და ადგილი კუალისა ფერჴთა ჩემთაჲსა, რომელთა შინა დაიმკჳდროს მუნ სახელმან ჩემმან შორის სახლსა ისრაჱლისასა უკუნისამდე? და არ შეაგინონ არღა მერმე სახლმან ისრაჱლისამან სახელი ჩემი წმიდაჲ, მან და წინამძღუართა მისთა, სიძვათა მიერ მათთა და მკლველობათა მიერ წინამძღუართა მათთა, შორის მათსა მომკუდართაჲთა,

8და დადგომასა შინა მათსა წინაშე კართა ჩემთა, წინაკართა თანა მათთა, და ზღურბლნი ჩემნი მახლობელნი ზღურბლთა მათთანი; და მისცეს კედელი ჩემი, ვითარცა თანაქონებული ჩემდა მათი, და შეაგინეს სახელი ჩემი წმიდაჲ უსჯულოებათა მიერ მათთა, რომელთა ჰყოფდეს. და განვმუსრენ იგინი გულისწყრომითა ჩემითა და კლვითა.

9და აწ განიშორნენ სიძვაჲ მათი და მკლველობანი მთავართა მათთანი ჩემგან. და დავიმკჳდრო შორის მათსა უკუნისამდე.

10და შენ, ძეო კაცისაო, უჩუენე სახლსა ისრაჱლისასა სახლი, და დასცხრენ ცოდვათაგან მათსა და უჩვენე მათ სახე მისი და განწესება მისი,

11ნუ ვითარ ჰრცხუენეს? და მიიღონ მათ ტანჯვაჲ მათი ყოველთათჳს, რომელნი ქმნნეს; და გამოსწერო სახლი და განმზადებულებაჲ მისი, და გამოსავალნი მისნი, და შესავალნი მისნი, და ყოველი გუამოვნებაჲ მისი, და ყოველნი ბრძანებანი მისნი, და ყოველნი შჯულვილნი მისნი, და ყოველნი შჯულნი მისნი აცნობნე მათ; და გამოსწერნე წინაშე მათსა, და დაიცვნენ ყოველნი სამართალნი ჩემნი და ყოველნი ბრძანებანი ჩემნი, და ჰყოფდენ მათ.

12ესე გამოწერაჲ სახლისაჲ თხემსა ზედა მთისასა და ყოველთა მთეებთა მისთა გარემოჲს წმიდაებ წმიდათა არს, ესე შჯული სახლისაჲ

13და ესე საზომნი საკურთხეველისანი წყრთისა შორის წყრთისაჲ და წყრთისა და გოჯეულისაჲ წიაღეული სიღრმე წყრთასა ზედა და წყრთაჲ სივრცე, და ძგიდებ ბაგესა თანა მისსა მრგულივ მტკავლეული; და ესე სიმაღლე საკურთხევლისა,

14სიღრმისაგან დასაწყისისა წიაღისა მისისა, სალხინებელისა მიმართ დიდისა ამის ქუეშე კერძო, წყრთათა ორთაჲ და სივრცე წყრთისაჲ და სალხინებელისაგან მცირისა სალხინებელისა მიმართ დიდისა წყრთანი ოთხნი და სივრცე წყრთისაჲ.

15და არიილი წყრთათა ოთხთა, და არიილითგან და ზედ კერძო რქათასა წყრთაჲ.

16და არიილისა წყრთათა ათორმეტთა სიგრძე, წყრთათა ზედა ათორმეტთა სივრცე ოთხ კედელად, ოთხთავე კერძოთა მისთა.

17და სალხინებელისა წყრთათა ათორმეტთაჲ სიგრძე წყრთათა ზედა ათოთხმეტთა სივრცით ოთხთავე კერძოთა მისთა; და ძგიდე მისი და მოგარვებული მისი გარემო კერძოჲ წყრთისაჲ და მრგულივ მისა წყრთა გარეშემო და კიბეებნი მისნი, მხედველნი აღმოსავალთა მიმართ.

18და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაილისა: ესე არიან ბრძანებანი საკურთხეველისანი დღესა შინა ქმნისა მისისასა აღხუმად მის ზედა ყოვლადდასაწველნი და დათხევად მის ზედა სისხლი.

19და მიცემად მღდელთა ლევიტელთა, თესლისაგან სადუკისსა, მოახლეთა ჩემდამო, - იტყჳს ადონაი უფალი, - შემოწირვად ჩემდა ზუარაკი ზროხათაგან ცოდვისათჳს.

20და მოიღონ სისხლისაგან მისისა და ზედადასცხონ ოთხთავე რქათა საკურთხეველისათა და ოთხთა ყურეთა ზედა სალხინებელისათა და ხარისხსა ზედა გარემო, და გარემოასხურონ მას და ალხინონ მას.

21და მოიყვანონ ზუარაკი ცოდვისა ძლითი და დაიწვას განშორებულად სახლისა გარეშე წმიდათასა.

22და მეორესა დღესა მოიყვანნენ თიკანნი ორნი თხისანი უბიწონი ცოდვისათა ძლით და ალხინონ საკურთხეველსა, ვითარ-იგი ალხინეს ზუარაკისა მიერ.

23და შემდგომად სრულქმნისა ლხინებათაჲსა მოიყვანონ ზუარაკი ზროხათაგან უბიწოჲ და ვერძი ცხოვართაგან უბიწოჲ,

24და შემოიყვანნენ იგინი წინაშე უფლისა და დაყარნენ მათ ზედა მღდელთა მარილნი, და აღიხუნენ იგინი ყოვლადდასაწუელად უფლისა.

25შჳდთა დღეთა ჰყო თიკანი ცოდვისათჳს დღითი დღე; და ზუარაკისა ზროხათაგან და ვერძსა ცხოვართაგან უბიწოთა ჰყოფდენ

26შჳდთა დღეთა, და ულხინებდენ საკურთხეველსა, და განსწმედდენ მას, და აღივსებდენ ჴელთა მათთა

27და განასრულებდენ დღეთა. და იყოს მერვით დღითგან და წარმართთა ჰყოფდენ მღდელნი საკურთხეველსა ზედა ყოვლადდასაწველთა თქუენთა და მაცხოვარებისა თქუენისათა და შეგიწყნარნე თქუენ, - იტყჳს ადონაი უფალი.


წინა თავი შემდეგი თავი