მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 42

1და შემიყვანა მე ეზოდ გარეშედ აღმოსავალით კერძოდ, პირისპირ ბჭისა ჩრდილოდმიმართისა, და შემიყვანა მე და, აჰა, საყდარნი ხუთნი, მახლობელნი ნეშტისანი და მახლობელნი განმაზღვრებელისანი ჩრდილოჲთ კერძო პირისპირ.

2წყრთითა ასითა სიგრძით ჩრდილოდ მიმართ და სივრცით წყრთითა ერგასისითა.

3გამოწერილნი, ვითარსახედ ბჭენი ეზოჲსა შინაგანისანი და ვითარსახედ გარემო სუეტები ეზოჲსა გარეშისანი, განწესებულნი წინაშე პირისპირ სტონი სამწილნი.

4და პირისპირ საყდართასა არდაბაგაჲ ათთა წყრთათაჲ, სივრცით წყრთა ზედა ასთა, სიგრძე შინაგანად მიმართ გზად წყრთისა ერთისა, და კარები მათი ჩრდილოჲთ კერძები

5და არდაბაგები; ქორედები ეგრეთვე, რამეთუ გამოემატებოდა გარემოჲ სუეტი მისგან ქუეშეკერძოჲსაგან გარემოჲსისა სუეტისა, და ხანი ესრეთგამოჲ სუეტი და ხანი და ესრეთ სტოანი.

6მით, რამეთუ სამკეც იყვნეს და სუეტნი არ აქუნდეს, ვითარცა სუეტნი გარეშეთანი, ამისთჳს გაჰმატდეს ქუეშე კერძო და საშუალთაგან ქუეყანით ერგასისნი.

7და ნათელი გარეშე, ვითარსახედ საყდარნი ეზოჲსა გარეშისანი, მხედველნი პირისპირ საყდართა ჩრდილოდმიმართთანი, სიგრძე წყრთათა ერგასისთაჲ;

8რამეთუ სიგრძე საყდართა, მხედველთაჲ გარეშედ მიმართ ეზოდ, იყო წყრთათა ერგასისთაჲ; და ესენი არიან პირისპირნი, ესე ყოველი წყრთათა ასთაჲ.

9და კარები საყდართაჲ ამათ შესავალისათაჲ აღმოსავალით შესავლად მათ მიერ ეზოჲსაგან გარეშისა.

10ნათლისაებრ დასაწყისსა შორის არდაბაგისასა და სამხრად მიმართ, პირისპირ სამხრისაჲსა, პირისპირ დანეშტებულისა და პირისპირ განმსაზღურებელისა, და საყდარნი და არდაბაგაჲ

11პირისპირ მათსა საზომთაებრ საყდართაჲსა, გზათა ჩრდილოდმიმართთა, და სიგრძისაებრ მათისა და სივრცისაებრ მათისა და ყოველთაებრ გამოსავალთა მათთა და ყოველთაებრ ქცეულებათა მათთა, და ნათელთაებრ მათთა

12და განსაზიდთაებრ მათთა საყდართა სამხრადმიმართაჲსა, და განსაზიდთაებრ არდაბაგის დასაწყისთაჲსა, ვითარცა ნათლად მიმართ, ხანი ლელწმისაჲ; და აღმოსავალით კერძო შესლვად მის მიერ.

13და თქუა ჩემდამო: დასასხდომელნი ესე ჩრდილოჲთკერძნი და დასასხდომელნი სამხრითკერძნი, მყოფნი პირისპირ ხანებისა, ესე არიან საყდარნი წმიდისანი, რომელთა შინა ჭამოდიან მღდელნი მუნ, (ძენი სადუკისნი) მახლობელნი უფლისა მიმართ წმიდათა წმიდათასა, და მუნ დადვოდიან წმიდათა წმიდათასა ძღუენთაცა და მსხუერპლსა და ცოდვისა ძლითთა და უმეცრებისა ძლითთა მით, რამეთუ ადგილი წმიდაჲ არს.

14არ შევიდოდიან მუნ გარეშე მღდელთაჲსა; და არ გამოვიდოდიან წმიდათაგან გარეშედ მიმართ ეზოდ, რაჲთა მარადის წმიდა იყვნენ შემწირველნი და მუნ დაჰკრებდენ სამოსელთა მათთა, რაჲთა არა შეეხებოდენ შესამოსელსა მათსა, რომელნი მწირველობენ მათ, რამეთუ წმიდა არიან; და შეიმოსედ შესამოსელთა სხუათა, ოდეს შეეხებოდიან ერსა.

15და დასრულდა განზომაჲ სახლისაჲ შინაგან, და განმიყვანა მე გზისაგან ბჭისა, მხედველისა აღმოსავალით კერძო, და განზომა მაგალითი სახლისა მრგულივ განწესებით.

16და დადგა სამხრით კერძო ბჭისა, მხედველისა აღმოსავლით კერძო, და განზომა ხუთასი საზომითა ლელწმისაჲთა. და მოიქცა ჩრდილოდ მიმართ.

17და განზომა პირისპირ ჩრდილოჲსა ხუთასი საზომითა ლელწმისაჲთა.

18და მიიქცა ზღუად მიმართ და განზომა პირისპირ ზღჳსა ხუთასი საზომითა ლელწმისათა.

19და მიიქცა სამხრად მიმართ და განზომა პირისპირ სამხრისა ხუთასი საზომითა ლელწმისაჲთა,

20ოთხთავე მიმართ განზომა კერძოთა მითვე ლელწმითა და განაწესა იგი და ზღუდე მისი მრგულივ ხუთასნი წყრთანი აღმოსავალით კერძო; და ხუთასთა წყრთათა სივრცე განსაწვალებელად საშუალ წმიდათა და საშუალ წინმოზღუდვილობისა, განწესებისაებრ სახლისაჲსა.


წინა თავი შემდეგი თავი