მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 40

1და იქმნა ხუთ და მეოცესა შინა წელსა ტყუეობისა ჩუენისასაჲ, პირველსა შინა თთუესა, ათსა თთჳსასა, ოთხ და მეათესა წელსა შემდგომად დაპყრობისა ქალაქისა, მას დღესა შინა იქმნა ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ

2და მომიყვანა მე მუნ ხილვასა შორის ღმრთისასა, შემიყვანა მე ქუეყანად ისრაჱლისა და დამდვა მე მთასა ზედა მაღალსა ფრიად და მას ზედა, ვითარცა დაშენებულებაჲ ქალაქისაჲ პირისპირ.

3და შემიყვანა მე მუნ და, აჰა, კაცი და ხილვაჲ მისი იყო, ვითარცა ხილვაჲ რვალისა მბზინვარისაჲ და იყო საბელი მაშენებლისაჲ ჴელსა შორის მისსა და ლელწამი საზომისაჲ ჴელსა შინა მისსა, და იგი დგა ბჭესა ზედა.

4და თქუა ჩემდამო კაცმან: იხილეა, ძეო კაცისაო? განიცადე თუალთა მიერ შენთა და ყურთა მიერ შენთა ისმინე და დააწესენ გულსა შენსა ყოველნი, რავდენთა მე გიჩუენებ შენ მით, რამეთუ ჩუენებისათჳს შენისა შემოვედ აქა; და უჩუენო, რავდენთა შენ ჰხედავ, ყოველსა სახლსა ისრაჱლისასა.

5და, აჰა, ეზოჲ გარეშე სახლისა გარემო და ჴელსა შინა კაცისასა ლელწამი ზომით წყრთათა ექუსთაჲ წყრთითა და გოჯეულითა; და განზომა წინმოზღუდულობაჲ, სივრცე სწორი ლელწმისაჲ და სიმაღლე მისი სწორი ლელწმისაჲ.

6და შევიდა ბჭედ, მხედველად აღმოსავალით კერძო, შჳდთა შორის აღხარისხულთა და მოზომა თეეაჲ ექუს-ექუსი და ელამი ბჭისაჲ, სწორი ლელწმისაჲ სიგრძე და სწორი ლელწმისაჲ სივრცე. და თეეაჲ სწორი ლელწმისაჲ სიგრძედ და სწორი ლელწმისაჲ სივრცედ და ელამი საშუალ ელამისა წყრთეებ ექუს;

7და თეეი მეორე სწორი ლელწმისაჲ სივრცედ და სწორი ლელწმისაჲ სიგრძედ და ელამი წყრთათა ხუთთა.

8და თეეჲ მესამე სწორი ლელწმისაჲ სივრცედ და სწორი ლელწმისაჲ სიგრძედ,

9და ელამი ბჭისაჲ, მახლობელად ელამსა ბჭისასა, წყრთათა რვათაჲ და ელევნი წყრთათა ორთანი და ელამნი შინაგან ბჭისა.

10და თეენი პირისპირ ბჭისა, სამნი ამიერ და სამნი იმიერ, გზისა კერძ აღმოსავალითისა, და საზომი სამთავე შორის; და საზომი ელამთა შორის ამიერ და იმიერ.

11და განზომა სივრცე კარისა ბჭისაჲ მის წყრთაებ ათ და სიგრძე ბჭისაჲ წყრთათა ათსამეტთაჲ.

12და წყრთისა შემოკრებული საზღვარი პირსა წინაშე თეეთასა წყრთისა ერთისაჲ და წყრთისა ერთისა საზღვარი ამიერ და იმიერ და თეეი წყრთათა ექუსთაჲ აქაჲთ და იქით.

13და განზომა ბჭე წყრთითგან თეეისაჲთ ზღუდისა მიმართ თეეისა სივრცე ოთცდახუთთა წყრთათა; ესე ბჭე ბჭესა ზედა.

14და ურთავი ელამისა ბჭისაჲ სამეოც წყრთაებ და თეისნი ბჭისაჲ მრგულივ გარემოთა ეზოჲსათა და ურთავი გარეშე ბჭისა.

15ურთავისა მიმართ ელამისაჲსა შინაგან ბჭისა ერგასის წყრთაებ.

16და სარკუმელნი დაფარულნი თეჲმთაჲთ კერძო შინაგან და ელამით კერძო, ბჭესა ეზოჲსასა მრგულივ, და ეგრეთვე ელამისა სარკუმელნი მრგულივ, შინაგან და ელამით კერძო, შეწებვით ფინიკნი სამ-სამნი აქეთ და იქით. და შემიყვანა მე ეზოდ უშინაგანესად

17და, აჰა, კრეტსაბმელები და სუეტები ქმნულები გარვმოჲს ეზოჲსა, ოცთაათები კრეტსაბმელები გარემო სუეტებთა ზედა.

18და სტოვაები სამხრითკერძოთა ბჭეთასა სიგრძისაებრ ბჭეთაჲსა, პირისპირ

19გარემო სუეტსა ქუეშე კერძოსა. და განზომა სივრცე ეზოჲსა ურთავითგან ბჭისა გარეშისაჲთ შინაგან ურთავისა კერძ ბჭისა, მხედველისა გარეთ წყრთა ას, მხედველისა აღმოსავალით კერძო,

20და შემიყვანა მე ჩრდილოდ მიმართ. და, აჰა, ბჭე, მხედველი ჩრდილოთ კერძო ეზოჲსა გარეშისაჲ, და განზომა იგი, სიგრძეცა მისი და სივრცე მისი.

21და თეი სამნი, სამნი ამიერ და სამნი იმიერ; და ელაჲ და ელამონი და ფინიკნი მისნი და იყო საზომთაებრ ბჭისა, მხედველისათა აღმოსავალით კერძო, ერგასისთა წყრთაჲ სიგრძე მისი და სივრცე მისი წყრთათა ოცდახუთთაჲ.

22და სარკუმელნი მისნი და ელამმონნი მისნი და ფინიკნი მისნი, ვითარ-იგი ბჭე, მხედველი აღმოსავალით კერძო, და შჳდთა აღხარისხულთა მიერ აღვიდოდეს მის ზედა და ელამმონნი მისნი შინაგან მათსა.

23და ბჭე ეზოსა შინაგანსა, მხედველი ბჭესა ზედა ჩრდილოჲსასა, ვითარსახედ ბჭისა მხედველისა აღმოსავალით კერძო, და განზომა ეზოჲ ბჭისაგან ბჭისა მიმართ წყრთაებას.

24და მიმიყვანა მე გზისა მიმართ სამხრითკერძისა და, აჰა ბჭე, მხედველი სამხრად მიმართ, და განზომა იგი და თეენი და ელანი და ელამმონნი საზომთაებრ ამათ.

25და სარკუმელნი მისნი და ელამმონნი გარემო, ვითარ-იგი სარკუმელნი ელამისანი, ერგასისთა წყრთათაჲ სიგრძე მისი და სივრცე მისი წყრთა ოცდახუთთაჲ

26და შვიდნი აღკიბულნი მისნი და ელამმონნი მისნი შინაგან მისსა და ფინიკნი მისნი, ერთი ამიერ და ერთი იმიერ ელევით კერძო.

27და ბჭე პირისპირ ბჭესა ეზოჲსა შინაგანისასა ჩრდილოდ მიმართ; და განზომა ეზოჲ ბჭისაგან ბჭისა მიმართ გზისა სამხრადმიმართისაჲ წყრთაებ ას და სივრცე წყრთაებ ოცდახუთ.

28და შემიყვანა მე ეზოდ მიმართ უშინაგანესად, ბჭისა მიერ სამხრადმიმართისა, და განზომი ბჭე სამხრადმიმართი საზომთაებრ ამათ.

29და თეენი და ელევნი და ელამმონნი საზომთაებრ ამათ; და სარკუმელნი მისნი და ელამმონი გარემოჲს ერგასის წყრთაებ-სიგრძე მისი და სივრცე მისი - წყრთაებ ოცდახუთ.

30და ელამმონისა გარემოჲსა სიგრძე ხუთთა და ოცთა წყრთათა და სივრცე ხუთთა წყრთათა.

31და ელამმონნი მისნი უშინაგანესსა მისსა შინა ეზოსა და ფინიკნი მისნი ერთი ამიერ და ერთი იმიერ ელევისა მიმართ; და რვანი აღხარისხულნი მისნი აღსავალად მისსა.

32და შემიყვანა მე უშინაგანესისა მიმართ ბჭისა, მხედველისა გზად აღმოსავალით კერძოდ, და განზომა იგი საზომთაებრ ამათ.

33და თეენი და ელევნი და ელამმონნი საზომთაებრ ამათ; და სარკუმელნი მისნი და ელამმონნი გარემოჲს ერგასის წყრთაებ - სიგრძე მისი და სივრცე მისი - წყრთაებ ოცდახუთ.

34და ელამმონნი მისნი უშინაგანესსა შინა ეზოსა და ფინიკნი ელევთა ზედა მისთა ამიერ და იმიერ და რვანი აღხარისხვანი მისნი.

35და შემიყვანა მე ბჭისა მიმართ ჩრდილოჲთკერძისა და განზომა საზომთაებრ ამათ.

36და თეენი და ელევნი და ელამმონნი და სარკუმელნი მისნი გარემოჲს; და ელამმონნი მისსა გარემო ერგასის წყრთაებ - სიგრძე მისი, და სივრცე მისი - ოცდახუთ წყრთაებ.

37და ელამმონნი მისნი ეზოსა შინა გარეშესა და ფინიკნი ელევისა ამიერ და იმიერ და რვანი აღხარისხულნი მისნი.

38და კრეტსაბმელნი მისნი და თითოეულისა კრეტსაბმელისა იყო კარი და ელამმონნი მისნი კართა ზედა ბჭეთასა. და მუნ რცხედ ყოვლადდასაწუელთა.

39ხოლო წინაკარსა თანა ბჭისასა ორნი ტაბლანი ამიერ და იმიერ, ტაბლანი ამიერ მეორისა გამოსადინელისა, რაჲთა დაიკლოდიან მათ ზედა ყოვლადდასაწუელი და ცოდვისა ძლითნი და უმეცრებისა ძლითნი.

40და სამხრით კერძო სადინელისა ყოვლადდასაწუელთაჲსა, კარსა თანა ბჭისა მხედველისასა ჩრდილოჲთ კერძო, ორნი ტაბლანი აღმოსავალთაჲთ კერძო; სამხრით კერძო მეორისა ელამისაჲსა და ბჭისა ორნი ტაბლანი აღმოსავალით კერძო; და რვანი ტაბლანი აღმოსავალთაჲთ კერძო,

41ოთხნი ტაბლანი ამიერ და ოთხნი ტაბლანი იმიერ, სამხრით კერძო ბჭისაჲთ რვანი ტაბლანი მსხუერპლთანი; მათ ზედა დაკლნიან საკლველნი ყოვლადდასაწუელთანი წინაშე რვათა ტაბლათასა.

42და ოთხნი ტაბლანი ყოვლადდასაწუელთანი ქვისანი, გამოთლილნი სიგრძით წყრთა და ნახევარ, და სივრცით წყრთა და ნახევარ, და წყრთა ერთ სიმაღლით; მათ ზედა დადვან ჭურჭლები, რომელთა მიერ დაკლიან მუნ ყოვლადდასაწუელები.

43და გისოსი გოჯეულსა მქონებელი, გამოთლილსა შინაგან მრგულივ და ტაბლასა ზედა, ზენაკერძო სართულნი დამფარველად წჳმისაგან და სიჴმელისაგან.

44და შემიყვანა მე ეზოდ უშინაგანესად; და, აჰა, საყდარნი ორნი გზათანი ეზოსა შინა უშინაგანესსა, ერთი სამჴრით კერძო ბჭისა, მხედველისა ჩრდილოდ მიმართ, და მეორე ჩრდილოდ კერძო ბჭისა, მხედველისა სამხრისა მიმართ.

45და თქუა ჩემდამო: საყდარი ესე, მხედველი სამხრად მიმართ, მღდელთა, მცველთა საცავსა სახლისასა. და საყდარი, მხედველი ჩრდილოდ მიმართ, მღდელთა, მცველთა საცავსა საკურთხეველისასა; იგინი არიან ძენი სადუკისნი, მიახლებულნი ლევისგან უფლისა მიმართ მსახურებად მისსა.

46და განზომა ეზოჲ სიგრძით წყრთათა ასთაჲ და სივრცით წყრთათა ასთაჲ ოთხთა ზედა კერძოთა მისთა და საკურთხეველი დამართებით სახლისა.

47და შემიყვანა მე ელამად მიმართ სახლისა და განზომა; და განზომეს ელამი, წყრთათა ხუთთა სივრცე ამიერ, და ხუთთა წყრთათაჲ იმიერ, და სიბრტყე სიფართისა წყრთათა ათოთხმეტთაჲ, და სამჴარნი კარისა ელამისანი წყრთათა სამთანი ამიერ და წყრთათა სამთანი იმიერ.

48და სივრცე სიფართისაჲ წყრთათა ათოთხმეტთაჲ და სამჴარნი კარისა ელამისანი წყრთათა სამთანი ამიერ და წყრთათა სამთანი იმიერ.

49და სიგრძე ელამისაჲ წყრთათა ოცთაჲ და სივრცე წყრთათა ათერთმეტთაჲ; და ათთა აღხარისხულთა მიერ აღვიდოდეს მის ზედა და სუეტნი იყვნეს ელამსა ზედა, ერთი ამიერ და ერთი იმიერ.


წინა თავი შემდეგი თავი