მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 11

1და აღმიღო მე სულმან და მიმიყვანა მე ბჭესა ზედა სახლისა უფლისაჲსა, პირისპირსა, მხედველსა აღმოსავალთაჲთ, და, აჰა, წინაკართა ზედა ბჭისათა, ვითარცა ოთხნი და ხუთნი კაცნი; და ვიხილე საშუალ მათსა იეზონია იეზერისი და ფალტია ბანეესი, წინამძღვარნი ერისანი.

2და თქუა ჩემდამო უფალმან: ძეო კაცისაო, ესე კაცნი - გულისმსიტყუავნი ამაოთანი და განმზრახნი განზრახვასა ბოროტსა ქალაქისა ამის შორის,

3მეტყუელნი: არა ახლად აღეშენებიან სახლნი; ესე არს სიავი, ხოლო ჩუენ - ჴორცნი.

4ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა, წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო.

5და დავარდა ჩემ ზედა სული უფლისაჲ. და თქუა ჩემდამო: თქუ, ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ესრეთ არქუ სახლსა ისრაჱლისასა: და განზრახვათაცა სულისა თქუენისათა მეცნიერ ვარ მე.

6განამრავლენით მკუდარნი თქუენნი ქალაქსა ამას შინა და აღავსენით გზანი მისნი წყლულებითა.

7ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მკუდარნი თქუენნი, რომელნი დაჰსრენით საშუალ მისსა, იგინი არიან ჴორცნი, ხოლო თჳთ იგი - სიავი და თქუენცა გამო-ვე-გიყვანნე საშუალისაგან მისისა.

8მახჳლისაგან გეშინისყე და მახჳლი მოვაწიო თქუენ ზედა, - იტყჳს ადონაი უფალი.

9და თქუენცა გამო-რაჲვე-გიყვანნე საშუალისაგან მისისა, და მიგცნე თქუენ ჴელებსა უცხოთასა და ვყუნე შორის თქუენსა მშჯავრნი.

10და მახჳლითა დაეცნეთ მთათა ზედა ისრაჱლისჲთა, და გსაჯნე თქუენ და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი.

11ეგე არა იყოს თქუენდა სიავად და თქუენ არა იქმნეთ მისსა ჴორც; შორის მთათა ზედა ისრაჱლისათა გსაჯნე თქუენ.

12და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი, რამეთუ მშჯავრთა ჩემთაებრ თქუენ არა ხჳდოდეთ და სამართალნი ჩემნი თქუენ არა დაიმარხენით, არამედ მიწესთა მათამდე წარმართთასა, რომელნი იყუნეს გარემო თქუენსა, მათ თანავე ხჳდოდეთ.

13და იყო წინაწარმეტყუელებასავე შინა ჩემსა და ფალტია ბანეაჲსი მოკუდა; და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა და ჴმა-ვყავ ჴმითა დიდითა და ვთქუ: ჵ მე, ჵ მე, ადონაი უფალი, მოსასრულებელად ჰყოფ შენ დაშთომილთა ისრაჱლისათა!

14და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

15ძეო კაცისაო, ძმანი შენნი და კაცნი ტყუჱობისა შენისანი და ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ მოსრულდეს, რომელთა ჰრქუეს მათ მკჳდრთა იერუსალჱმისათა: შორად განდგომილ ხართ უფლისაგან; თქუენდა მოცემულ არს ქვეყანაჲ სამკჳდრებელად.

16ამისთჳს არქუ: ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი, ვითარმედ განვიშორნე იგინი წარმართთა შორის და განვაბნინე იგინი ყოველსა ზედა ქუეყანასა და ვეყო მე მათ სიწმიდე მცირე სოფლებთა შორის, სადაცა შევიდენ მუნ.

17ამისთჳს არქუყე: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და შევიწყნარე იგინი წარმართთაგან და შევკრიბნე იგინი სოფლებთაგან, სადა განვსთესენ იგინი მათ შორის; და მივსცე მათ ქუეყანაჲ ისრაჱლისაჲ.

18და შევიდენ მუნ და აღსპნენ ყოველნი საძაგელებანი მათნი და ყოველნი უშჯულოვებანი მისნი მისგან.

19და მივსცე მათ გული სხუაჲ და სული ახალი მივსცე მათ შორის და გამოვჰფხურა გული მათი ქვისაჲ და მივსცე მათ გული ჴორცისაჲ ჴორცისაგან მათისა.

20რათა ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდიან და სამართალთა ჩემთა იმარხვიდენ და ჰყოფდენ მათ; და იყუნენ ჩემდა ერად და მე ვიყო მათდა ღმერთად.

21და გულთაებრ საძაგელებათა მათთაჲსა და უსჯულოებათა მათთაჲსა, რომელნი ქმნნეს, ვითარცა გული მათი, ვიდოდა, გზანი მათნი თავთა მათთათა მივსცენ, - იტყჳს ადონაი უფალი.

22და აღიხუნეს ქეროვიმთა ფრთენი მათნი და ეტლისთუალნი მათნი, მახლობელნი მათნი, და დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ მათ ზედა, ზეშთა ზედაჲთ მათსა.

23და აღვიდა დიდებაჲ უფლისაჲ საშუალისაგან ქალაქისა და დადგა მთათა ზედა, რომელი იყო პირისპირ ქალაქისა.

24და სულმან აღმიღო მე და მიმიყვანა ქუეყანად ქალდეველთა, ნატყუენავისა მიმართ სულითა ხილვისა ღმრთისაჲთა; და აღვედ ხილვისაგან, რომელი ვიხილე.

25და ვიტყოდე ტყუეობისა მიმართ ყოველთა სიტყუათა უფლისათა, რომელნი მიჩუენნა მე.


წინა თავი შემდეგი თავი