მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 35

1და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2ძეო კაცისაო, მიიქციე პირი შენი მთისა მიმართ სიირისა და წინაწარმეტყუელებდ მის ზედა და არქუ მას:

3ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე შენ ზედა მთასა სიირსა და განვირთხა ჴელი ჩემი შენ ზედა და მიგცე შენ ოჴრად, და მოოჴრდე.

4და ქალაქთა შორის შენთა ოჴრება-ვყო და შენ საოჴროდ იყო და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი.

5ნაცვლად ქმნისა შენისა მტერად საუკუნოდ და დაშჯდე სახლსა ზედა ისრაჱლისასა ზაკუვით, ჴელსა შინა მტერთასა მახჳლად ჟამსა შინა ჭირისა მათისასა და ჟამსა შინა სიცრუჲსასა უკანასკნელსა შორის,

6ამისთჳს ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, - უკუეთუ არა, სისხლისა მიერ სცოდე და სისხლმან გდევნოს შენ, რამეთუ სისხლი შენი მოიძულე, და სისხლმან შენმან გდევნოს შენ.

7და მივსცე მთაჲ სიირისი საოჴროდ და მოოჴრებულად, და წარვწყმიდნე მისგან კაცნი და საცხოვარნი.

8და თანწარმავალი და შემოქცეული, და აღვავსნე მთანი შენნი წყლულებითა შენითა, ბორცუნი შენნი და ჴევნებნი შენნი, და ყოველთა შორის ველთა შენთა, რამეთუ მოწყლულნი მახჳლითა დაეცნენ შენ შორის.

9და ოჴრად საუკუნოდ დაგდვა შენ და ქალაქნი შენნი არ დაიმკჳდრნენ მერმე და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი.

10თქუმისათჳს შენგან ორნივე ნათესავნი და ორნივე სოფელნი ჩემნი იყვნენ, დავიმკჳდრნე იგინი და უფალი მუნ არს.

11ამისთჳს ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, - და გიყო შენ მტერობისაებრ შენისა და შურისაებრ შენისა, რომელი ჰყავ მოძულეობისაგან შენისა მათ შორის, და გეცნობო შენ, ოდეს-იგი გსჯიდე შენ.

12და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი; მესმა ჴმისა გმობათა შენთასა, რომელსა იტყოდე მთათათვის ისრაჱლისათა, მეტყუელი: მთანი ისრაჱლისანი, მაღალნი, საუკუნოდ ოჴერნი, ჩუენდა მოცემულან დასაპყრობლად.

13და იდიდსიტყუე ჩემ ზედა პირითა შენითა და ჴმაჲ ჰყვენ ჩემ ზედა სიტყუანი შენნი, რომელნი მესმნეს მე.

14ამათ იტყჳს ადონაი უფალი: სიხარულსა შინა ყოვლისა ქვეყანისასა ოჴერ-გყო შენ საუკუნო,

15ვითარ-იგი იხარე მკჳდრობასა სახლისა ისრაჱლისასა, ვითარ უჩინო იქმნა, ეგრეთ გიყო შენ.

16საოჴროდ იყო შენ, მთა სეირ, და ყოველი იდუმეაჲ აღიჴოცოს, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი მათი.


წინა თავი შემდეგი თავი