09 ნოემბერი

კვირა

ხსნილია


მოწამისა ნესტორ თესალონიკელისა (306). მოწამეთა: კაპეტოლინესი და ეროდიტესი, მხევლისა მისისა (304); მოწამისა მარკოზისა და მის-თანათა; წმიდისა პროკლასი, პონტოელი პილატეს მეუღლისა (I).


სწავლება შურის შესახებ ღმერთის სახლის მიმართ
წმიდა ნიკოლოზ სერბი

რადგან შენი სახლის შურმა შემჭამა მე და შენი მაყვედრებლების ყვედრება მომწვდა მე (ფს. 68:10)

ცა ღვთის სახლია. ეკლესიაც ღვთის სახლია. მორწმუნეთა სხეულიც ღვთის სახლია. ყველგან, სადაც ღმერთია, იქ ღვთის სახლია და სადაც ღვთის სახლია, იქ სიწმინდეა. ადამიანი შეურაცხყოფს ამ ...

გაგრძელება


ახალი პუბლიკაციები და წიგნები


ადამიანები იმისთვის არ არიან შექმნილი, რომ იცხოვრონ მხოლოდ აქ, დედამიწაზე, ცხოველთა მსგავსად, რომლებიც სიკვდილის შემდეგ ქრებიან, არამედ იმისათვის, რომ იცხოვრონ ღმერთთან და ღმერთში, და იცხოვრონ არა ასი ან ათასი წელი, არამედ - საუკონოდ , ღმერთთან ცხოვრება კი შეუძლიათ მხოლოდ ქრისტიანებს ანუ იმათ, ვისაც ჭეშმარიტად სწამს იესო ქრისტესი. ყოველი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს იგი, ნატრობს და ეძებს კეთილდღეობასა და ბედნიერებას. საკუთარი თავისათვის სიკეთის სურვილი, კეთილდღეობის ან ნეტარების ძებნა არის ადამიანის თანდაყოლილი უნარი და არ წარმოადგენს ცოდვას ან მანკიერებას.