08 ივნისი

ორშაბათი

მარხვა



სწავლება ღვთის მადლის შესახებ
წმიდა ნიკოლოზ სერბი

საკმარისია შენთვის ჩემი მადლი (2 კორ. 12:9)

უფალმა არც თავის წმიდა მოციქულებს განაშორა განსაცდელები, მაგრამ, სამაგიეროდ, მათ მადლი ჰქონდათ მიცემული! როდესაც ეშმაკმა თვით პავლე მოციქულს დაუწყო ზიანის მიყენება, პალვე ევედრა უფალს, რათა ეშმაკის თავდასხმებისაგან გაეთავისუფლებინა. ...

გაგრძელება


ახალი პუბლიკაციები და წიგნები


ადამიანები იმისთვის არ არიან შექმნილი, რომ იცხოვრონ მხოლოდ აქ, დედამიწაზე, ცხოველთა მსგავსად, რომლებიც სიკვდილის შემდეგ ქრებიან, არამედ იმისათვის, რომ იცხოვრონ ღმერთთან და ღმერთში, და იცხოვრონ არა ასი ან ათასი წელი, არამედ - საუკონოდ , ღმერთთან ცხოვრება კი შეუძლიათ მხოლოდ ქრისტიანებს ანუ იმათ, ვისაც ჭეშმარიტად სწამს იესო ქრისტესი. ყოველი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს იგი, ნატრობს და ეძებს კეთილდღეობასა და ბედნიერებას. საკუთარი თავისათვის სიკეთის სურვილი, კეთილდღეობის ან ნეტარების ძებნა არის ადამიანის თანდაყოლილი უნარი და არ წარმოადგენს ცოდვას ან მანკიერებას.