მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ლევიტელთაჲ
თავი 3

1უკუეთუ შესაწირავად ცხორებისა იყოს მსხუერპლი იგი მისი ღმრთისა, ანუ თუ ზროხათაგან შესწირვიდეს იგი, გინათუ ვერძსა გინათუ ნეზუსა, უბიწოჲ მოიბნ იგი წინაშე ღმრთისა.

2და დაასხნენ ჴელნი მისნი თავსა მას ზედა მის შესაწირავისასა, და დაკლას იგი კართა თანა კარვისა მის საწამებელისასა, და დასთხიონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მისი საკურთხეველსა მას მრგულიად დასაწველთასა გარემოჲს.

3და მოიღონ შესაწირავისა მისგან ცხორებისაჲსა ნაყოფად ღმრთისა ცმელი იგი გარდაბურვილი ქუსეტსა და ყოველი ცმელი მუცლისაჲ.

4და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მას ზედა, რომელ არს ბარკალთაჲ და ღჳძლის ყურნი იგი თირკმელთა თანა მოჰკუეთოს.

5და შეწირონ იგი ძეთა აჰრონისთა მღდელთა საკურთხეველსა მას ზედა შესაწირავთასა, შეშასა მას და ცეცხლსა, ნაყოფად, სულად სულნელად ღმრთისა.

6უკუეთუ ცხოვართაგან იყოს მსხუერპლი იგი მისი ღმრთისა საცხორებელად მისა, ვერძი გინა თუ ნეზჳ უბიწოჲ, მოიბას იგი.

7უკუეთუ კრავი მოიბას შესაწირავად მისა, მოართუას იგი წინაშე ღმრთისა

8დაასხნენ ჴელნი მისნი თავსა მას შესაწირავისა მისისასა

9და დაკლას იგი კართა თანა კარვისა საწამებელისათა,

10და დასთხიონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მისი გარემო საკურთხეველსა მას. და შეწიროს შესაწირავი იგი ცხორებისაჲ მსხუერპლად ღმრთისა, ცმელი და წელნი უბიწოჲ, თეძოჲთურთ მოჰკუეთოს იგი და ცმელი იგი გარდაბურვილი ქუსეტსა და ყოველი ცმელი მუცლისაჲ და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა, რომელ არს ბარკალთაჲ და ღჳძლის ყურნი იგი თირკუმლითურთ მოჰჴადოს.

11და შეწიროს მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა სულად სულნელებისა მსხუერპლად ღმრთისა.

12ანუ თუ თხათაგანი იყოს შესაწირავი იგი მისი და მოჰგუაროს იგი წინაშე ღმრთისა.

13და დაასხნეს ჴელნი მისნი თავსა ზედა მისსა და დაკლან იგი წინაშე ღმრთისა კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა და დასთხიონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მისი გარემო საკურთხეველსა მას.

14და შეწიროს მას ზედა მსხუერპლად ღმრთისა ცმელი იგი გარდაბურვილი მუცელსა და ყოველი ცმელი მუცლისაჲ.

15და ორნი თირკუმელნი და ცმელნი იგი მათ ზედა, რომელ არს ბარკალთაჲ და ღჳძლის ყურნი იგი ღჳძლისაჲ თირკუმელთა თანა მოჰკუეთოს,

16და შეწიროს იგი მღდელმან მან საკურთხევვლსა ზედა, ნაყოფად, სულად სულნელად ღმრთისა ყოველივე ცმელი ღმერთსა.

17შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შორის თქუენსა, ყოველი ცმელი და ყოველი სისხლი არა ჰჭამოთ.


წინა თავი შემდეგი თავი