მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი ნეშტთა
თავი 28

1და შეკრიბნა დავით ყოველნი მთავარნი ისრაჱლისანი, და მთავარნი მსაჯულთანი და ყოველნი მთავარნი მდღევართმსახურთანი, და გარემოსმცველნი მეფისანი, და მთავარნი ათასეულთანი, ასეულთანი, და საფასეთმცველნი, და რაოდენნი იყუნეს მონაგებთა მისთა ზედა, და ყოველნი ძლიერნი მისნი, და მოღუაწენი ერისანი, რომელნი იყუნეს იერუსალჱმს

2და აღდგა დავით მეფე შორის კრებულისა მის და თქუა: ისმინეთ ჩემი, ძმანო, და ერო ჩემო! გულსა ჩემსა იყო ზრახვა - შენებად სახლი განსასუენებელი კიდობნისა შჯულისა უფლისა, დასადგმელი ფერჴთა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა. და მოუმზადე მე საქმისა მისთჳს, საჴმარი: ოქრო, ვეცხლი, პილენძი, რვალი, რკინა და ძელნი მრავალნი

3და თქუა ღმერთმან: არა მიშენო მე შენ სახლი, სახელის-დებად ჩემდა, რამეთუ კაცი მბრძოლი ხარ შენ და სისხლი მრავალი დასთხიე!

4და გამომირჩია მე უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან ყოვლისაგან სახლისა მამისა ჩემისა ყოფად მეფედ ისრაჱლსა ზედა უკუე და სათნო იყო სახლი იუდასი და სახლისაგან იუდასისა სახლი მამისა ჩემისა და ძეთაგან მამისა ჩემისათა ჩემდა ინება, რათა ვიყო მე მეფედ ყოველსა ზედა ისრაჱლსა

5და ყოველთაგან ძეთა ჩემთა, რამეთუ მრავალნი ძენი მომცნა მე ღმერთმან, გამოირჩია ძე ჩემი სოლომონ დაჯდომად იგი საყდართა ზედა სუფევისა უფლისასა ისრაჱლსა ზედა.

6და მრქუა მე ღმერთმან: სოლომონ, ძემან შენმან, აღაშენოს სახლი ჩემი და ეზო ჩემი, რამეთუ სათნო-ვიყავ იგი, რათა იყოს იგი ძედ ჩემდა და მე ვიყო მისა მამა.

7და წარმოუმართო მეფობა მისი ვიდრე საუკუნოდ, უკუეთუ უძლოს დაცვად მცნებათა ჩემთა და სამართალთა ჩემთა, ვითარცა-ესე დღეს.

8და აწ წინაშე ყოვლისა კრებულისა უფლისა და სასმენელთა მიმართ ღმრთისა ჩუენისათა დაიმარხნოთ ყოველნი მცნებანი უფლისა ღმრთისა ჩუენისა, რათა დაიმკჳდროთ თქუენ ქუეყანა ესე კეთილი და დაუმკჳდრეთ ძეთა თქუენთა შემდგომად თქუენსა უკუნისამდე.

9და აწ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცან ღმერთი მამათა შენთა და ჰმონებდ მას სრულითა გულითა და სულისა ნებითა შენითა, რამეთუ ყოველთა გულთა განმკითხველი არს ღმერთი და ყოველნი გულისზრახვანი იცნის. უკეთუ ეძიებდე მას, გეპოოს შენ იგი და უკუეთუ დაუტეო იგი, დაგიტეოს შენცა მან სრულიად

10და, აჰა, ესერა, სათნო-გიყო შენ უფალმან შენებად მისა სახლი სიწმიდისა, განძლიერდი და იქმოდე.

11და მისცა დავით სოლომონს, ძესა თჳსსა, სახე ტაძრისა და სახლისა მისისა, და ქორებისა მის ზაკქოსა მისისა და ქორთა მათ, და საუნჯეთა მათ შინაგანთა და სახლისა სალხინებელისა

12და სახე, რომელი აქუნდა გონებასა შინა თჳსსა ეზოთა მათ სახლისა უფლისათა და ყოვლისა მის სენაკებისა გარემო საუნჯეთა მათ წმიდათა.

13და საყოფელთა მათ მღდელთა და სამსახურებელთა მათ მღდელთა და ლევიტელთა და ყოველსა მას საქმესა მსახურებისასა სახლისა უფლისასა,

14და სასწორითა მით ოქროსათა და ვეცხლისათა,

15და სასანთლეთა აღწონილი მისცა მას ეგრევე მსგავსად,

16სასწორი ტაბლებისა შესაწირავთასა, თჳთოეულისა ტაბლისა ოქროსასა და ეგრეთვე ვეცხლისათა,

17და ფუცხუებისა, და შესაწირავად ღჳნისათა, და ფიალებისა მის ოქროსათა და ვეცხლისათა, პარაფსიტებისა თჳთვეულისა სასწორისა,

18და საკურთხეველისა მის საკუმეველთასა ოქროსაგან გამოცდილისა სასწორი უჩუენა მას, და ხატი იგი ეტლისა მის ქერობინთასა, განმარტებულ ფრთენი მათნი, რათა აგრილობდენ კიდობანსა მას სჯულისა უფლისასა.

19ყოველივე წიგნითა ჴელითა უფლისათა მისცა დავით სოლომონს, მსგავსად მოცემულისა მის მისა გულისხმის-ყოფისა საქმარისა მის სახისაებრ.

20და ჰრქუა დავით სოლომონს, ძესა თჳსსა: განძლიერდი და მჴნე იყავ, ნუ გეშინინ და ნუცა შესძრწუნდები, რამეთუ უფალი ღმერთი ჩემი შენ თანა არს. არა დაგაგდოს შენ და არცა დაგიტეოს შენ, ვიდრემდე აღასრულო შენ ყოველივე საქმარი სამსახურებისა მის სახლისა მისისა უფლისა. და, აჰა, ესერა, სახე ტაძრისა და სახლისა მისისა და ზაკქო და ქორებისა და საუნჯეთა მათ შინაგანთა, და სახლისა მის სალხინებელისა და სახე სახლისა უფლისაჲ

21და, აჰა, ესერა, მღდევრითმსახურნი მღდელნი და ლევიტელნი, ყოველსა მას მსახურებასა სახლისა უფლისა ღმრთისასა, და შენ თანა არიან ყოველსა საქმესა, ყოველნი გულსმოდგინენი სიბრძნითა ყოველსა მას ხუროებსა, და მთავარნი და ყოველი ერი ყოველთა სიტყუათა შენთა არიან მორჩილ


წინა თავი შემდეგი თავი