მთავარი გვერდი - ბიბლია

ახალი აღთქმა
მოციქულთა საქმენი
თავი 4

1და ვიდრე ეტყოდეს-ღა იგინი ერსა მას, მოიწინეს მათ ზედა მღდელნი იგი და ერისთავი იგი ტაძრისაჲ მის და სადუკეველნი,

2ლმობილნი და მკსინვარენი სწავლისა მისთვის ერისა და მითხრობისა იესუჲს მიერ აღდგომისათჳს მკუდრეთით,

3და დაასხეს მათ ზედა ჴელნი მათნი და მისცნეს იგინი დამარხვად ხვალისა, რამეთუ შემწუხრდებოდა.

4და მრავალთა, რომელთა ესმა სიტყუაჲ იგი მათი, ჰრწმენა; და იყო რიცხჳ იგი მორწმუნეთაჲ მათ ვითარ ხუთ ათას ოდენ.

5და იყო ხვალისაგან შეკრებაჲ მთავართა მათთაჲ და ხუცესთაჲ და მწიგნობართაჲ იერუსალჱმს,

6და ანა მღდელთ მოძღუარი და კაიაფა, და იოჰანე და ალექსანდრე და რაოდენნი იყვნეს ნათესავისაგან მღდელთ მოძღუართაჲსა.

7და დაადგინნეს იგინი შორის მათსა და ჰკითხვიდეს: რომლითა ძალითა, ანუ რომლითა სახელითა ჰქმენით თქუენ ესე?

8მაშინ პეტრე აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა მათ: მთავარნო ერისანო და მოხუცებულნო ისრაჱლისანო,

9უკუეთუ ჩვენ დღეს განვიკითხვიდეთ ქველის-საქმესა ზედა კაცისა უძლურისასა, რომლითა ესე ცხონდა,

10ცხად იყავნ თქუენ ყოველთა და ყოვლისა ერისა ისრაჱლისა, ვითარმედ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ, რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, ამის მიერ დგას ესე წინაშე თქუენსა ცოცხალი.

11ესე არს ლოდი იგი, რომელი შეურაცხ იქმნა თქუენ მიერ მაშენებელთა, რომელი იქმნა თავ საკიდურთა,

12და არავინაჲ არს სხჳთ ცხორებაჲ და არცაღა არს სახელი სხუაჲ ცისა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა.

13ხოლო იგინი ხედვიდეს რაჲ პეტრესსა მას განცხადებულებასა და იოვანესსა, და უწყოდეს, რამეთუ კაცნი უწიგნონი არიან და უმეცარნი, დაუკჳრდა, იცოდნეს იგინი, რამეთუ იესუჲს თანა იყვნეს.

14და კაცსა მას ხედვიდეს მათ თანა მდგომარესა განკურნებულსა და ვერ ეძლო მათა ცილობად.

15და ბრძანეს განსლვაჲ მათი გარეშე კრებულისაგან, იტყოდეს ურთიერთას

16და თქუეს: რაჲ-მე უყოთ კაცთა ამათ, რამეთუ სასწაული განცხადებული იქმნა მათ მიერ, ყოველთა შორის მკჳდრთა იერუსალჱმისათა ჩანს და ვერ ჴელ-გუეწიფების უარისყოფად?

17არამედ რაჲთა არა უფროჲს განითქუას ერსა შორის, შინებით უთქუმიდეთ მათ, რაჲთა არა უთხრობდენ სახლითა ამით არავის კაცსა.

18და მოუწოდეს მათ და ამცნეს ყოვლითურთ არა სიტყუად, არცა სწავლად სახელითა იესუჲსითა.

19ხოლო პეტრე და იოანე მიუგეს და ჰრქუეს მათ: უკუეთუ სამართალ არს წინაშე ღმრთისა თქუენი სმენაჲ უფროჲს, ანუ ღმრთისაჲ, საჯეთ.

20რამეთუ ჩუენ ვერ ჴელ-გუეწიფების, რომელი-იგი გუესმა და ვიხილეთ, ვითარმცა არა ვიტყოდეთ.

21ხოლო იგინი ამას ზედა უთქუმიდეს-ვე და განუტევნეს, რამეთუ ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა საქმისა მისთჳს.

22რამეთუ უმეტეს ორმეოცისა წლისა იყო კაცი იგი, რომელსა ზედა იქმნა სასწაული ესე კურნებისაჲ.

23ხოლო ესენი, ვითარცა განუტევნეს მათ, მოვიდეს თჳსთა თანა და უთხრეს მათ, რაჲ-იგი მღდელთ მოძღუართა და მოხუცებულთა ჰრქუეს მათ.

24ხოლო მათ, ვითარცა ესმა ესე, აღიღეს ერთბამად ჴმაჲ ღმრთისა მიმართ და თქუეს: უფალო ღმერთო, შენ ხარ, რომელმან ჰქმენ ცანი და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა,

25რომელმან მამისა ჩუენისა დავით მონისა შენისა პირითა სთქუ სულისა მიერ წმიდისა: რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?

26მოვიდეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს.

27რამეთუ შეკრბეს ჭეშმარიტად ქალაქსა ამას წმიდასა ძესა შენსა ზედა იესუს, რომელსა შენ სცხე, ჰეროდე და პონტიელი პილატე თესლებითურთ ერისა თანა ისრაჱლისა

28საქმედ, რაოდენი ჴელმან შენმან და ზრახვამან შენმან წინაჲსწარ განაჩინა ყოფად.

29და აწცა, უფალო, მოხედენ თქუმასა ამას მათსა ზედა და მოეც მონათა შენთა ყოვლითა განცხადებულებითა სიტყუად სიტყჳსა შენისა,

30განრთხმად ჴელი შენი კურნებად და სასწაულებისა და ნიშებისა ყოფად სახელითა წმიდისა ძისა შენისა იესუჲსითა.

31და ლოცვასა მათსა შეიძრა ადგილი იგი, სადა იყვნეს შეკრებულ, და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იტყოდეს სიტყუასა მას ღმრთისასა განცხადებულად.

32ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაჲსა იყო გული და გონებაჲ ერთ, და არცა ერთმან ვინ თქჳს მონაგები მისი თჳსად, არამედ იყო ყოველივე მათდა ზოგად.

33და ძალითა დიდითა ჰყოფდეს მოციქულნი წამებასა მას აღდგომისასა უფლისა ჩეუნისა იესუ ქრისტჱსსა. და მადლი დიდი იყო მათ ყოველთა ზედა,

34და არავინ იყო ნაკლულევან მათ შორის, რამეთუ რომელნი-იგი პოვნიერ იყვნეს სახლებისა გინა დაბნებისა, განჰყიდდეს და მოაქუნდა სასყიდელი განსყიდულთაჲ მათ

35და დასდებდეს ფერჴთა თანა მოციქულთასა, და მიეცემოდა კაცად-კაცადსა, რაჲცა ვის უჴმდა.

36ხოლო იოსებ, რომელსა ეწოდა ბარნაბა მოციქულთა მიერ, რომელი გამოითარგმანების ძე ნუგეშინის-ცემისაჲ, ლევიტელი კჳპრელი ნათესავით,

37ამას აქუნდა დაბაჲ და განყიდა იგი და მოიღო ფასი და დადვა ფერჴთა თანა მოციქულთასა.


წინა თავი შემდეგი თავი