მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მიქა წინასწარმეტყველი
თავი 6

1ისმინენით აწ, რომელნი უფალმან თქუნა აღდეგით და განისაჯენით მთათა მიმართ და ისმინეთ ბორცუთა ჴმისა შენისაჲ

2ისმინეთ ბორცუთა მსჯავრი უფლისაჲ და ღელეთა საფუძველთა ქუეყანისათა, რამეთუ საშჯელ არს უფლისაჲ ერისა მიმართ მისისა და ისრაჱლისა თანა პაექრობა ყოს.

3ერო ჩემო, რაჲ გიყავ შენ, ანუ რაჲთა შეგაწუხე შენ, ანუ რაჲთა აღგაშფოთე შენ? მომიგე მე

4მით, რამეთუ აღმოგიყვანე შენ ქუეყანისაგან ეგჳპტისა და სახლისაგან მონებისა განგათავისუფლე შენ, და განვავლინენ წინაშე პირსა შენსა მოსე და აჰრონ და მარიამი.

5ერო ჩემო, მოიჴსენე, რაჲ იზრახა ძჳნად შენდა ბალაკ, მეფემან მოაბისმან და რაჲ-იგი მიუგო მას ბალაამ, ძემან ბეორისამან, საზომელთაჲთგან ვიდრე ბალგალამდე, რათა საცნაურ იქმნეს სიმართლე უფლისაჲ

6რაჲსა მიერ ვეწიო უფალსა, და შევეწიო ღმერთსა ჩემსა მაღალსა? უკუეთუ მე ვეწიო მას ყოვლად დასაწუელთა მიერ ზუარაკთა მიერ წელიწდეულთა?

7უკეთუ შეიწყნარებს უფალი ათასეულთა შორის ვერძთა, ანუ ბევრეულთა შორის ვაცთა მსუქანთა, უკეთუ მივსცნე პირმშონი ჩემნი უთნოობისათჳს, ნაყოფი მუცლისა ჩემისაჲ ცოდვისათჳს სულისა ჩემისა?

8მიგეთხრა შენ, ჵ კაცო, რაჲ კეთილ, ანუ რასა ეძიებს შენგან უფალი, არამედ ქმნასა მსჯავრისასა და შეყუარებასა წყალობისასა და მზად-ყოფასა სლვად უფლისა თანა ღმრთისა შენისა.

9ჴმაჲ უფლისაჲ ქალაქსა ზედა იწოდოს, და აცხოვნნეს მოშიშნი სახელის მისისანი, ისმინენ ტომმან და ვინ შეამკოს ქალაქი.

10არა ცეცხლმანა? და სახლი უსჯულოთასა, რომელი იუნჯებს, საუნჯეთა უსჯულოთა და გინებისა თანა უსამართლოჲსა.

11და უკეთუ გამართლდეს უფლისა შორის უსჯულოჲ და ვაშკარანსა შორის საწონისა ზაკულისა

12რომელთაგან სიმდიდრე მათი უთნოობითა აღავსეს, და დამკჳრებულნი მისნი იტყოდეს ცრუსა, და ენაჲ მათი ამაღლდა პირისაგან მათისა

13და მე ვიწყებ დაცემად შენდა და უჩინო გყოფ შენ ცოდვათა შენთათჳს.

14შენ სჭამო და არა განსძღე. და დაბნელდეს შენ შორის, და შეპყრობილ-იქმნე და შენ ვერ განერე და რაოდენიცა განერნენ, მახჳლსა მიეცნენ.

15შენ სათესო და ვერ მოიმკო შენ სწნეხდე ზეთსა, და შენ ვერ იცხო ზეთი. და ჰქმნა ღჳნოჲ, და ვერ ჰსუა.

16და უჩინო იქმნეს შჯული ერისა ჩემისაჲ და ყოველნი საქმენი სახლსა აქაბისნი. და ვიდოდენ ნეგათა შინა მათთა, რათა მგცე შენ უჩინო სიქმნელად და შორი^ს დამკჳდრებულნი მისნი დასასტჳნველად და ყუედრება ერისაჲ მიიღოთ.


წინა თავი შემდეგი თავი