მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე კონსტანტინე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე კონსტანტინე დაიბადა ქალაქ მიტილენეში (კუნძულ ლესბოსზე). მისი მშობლები მაჰმადიანები იყვნენ. სიყმაწვილეში მომავალ წმიდანს ყვავილი შეეყარა. სასიკვდილოდ დასნეულებულმა მხედველობა დაკარგა და ძალა სრულიად გამოეცალა. ერთმა მართლმადიდებელმა ქალმა ქრისტიანულ ტაძარში მიიყვანა ნეტარი და ნაკურთხი წყლის საშუალებით განკურნა იგი. ცოტა ხნის შემდეგ, წმიდა კონსტანტინე ათონის მთაზე წავიდა, მოინათლა და ქრისტესათვის მოწამეობრივად აღსრულების სურვილიც გაუჩნდა. მოძღვარმა მას ურჩია დაყუდებულიყო, სრულ მდუმარებაში, მარხვასა და ლოცვაში გაეტარებინა 40 დღე და ღმერთს მინდობოდა.

უფლის კურთხევით მარტვილმა თურქების წინაშე აღიარა ქრისტე, რისთვისაც ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი - დაახრჩვეს. ეს მოხდა 1819 წლის 2 ივნისს.