| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამე დიმიტრი ფლადელფიელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე დიმიტრი ფლადელფიელი (მცირე აზია) ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. წმიდანი ადრეულ სიყმაწვილეში თურქებმა გაიტაცეს და გაამაჰმადიანეს. 25 წლის ასაკში მან გააცნობიერა მომხდარი საშინელება და გადაწყვიტა ეღიარებინა საჯაროდ ქრისტე მაცხოვარი. ამისთვის თურქებმა ნეტარი მარტვილი აჩეხეს. საკუთარი სისხლით განწმენდილმა წმიდა მოწამემ 1657 წელს შეჰვედრა სული უფალს. |