| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა დიდმოწამე იოანე ახალი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა დიდმოწამე იოანე ახალი, სოჩაველი - ცხოვრობდა ტრაპიზონში, XIV საუკუნეში. იგი კეთილმსახურებით, მართლმადიდებლობის ერთგულებით, გულმოწყალებითა და გლახაკთა სიყვარულით გამორჩეული მდიდარი ვაჭარი იყო. მართლმადიდებლური სარწმუნოების მხნე აღსარებისათვის წმიდა იოანე სასტიკად აწამეს ბოსფორის ქალაქ ბელგრადში დაახლოებით 1330-1340 წლებს შორის. 70 წლის შემდეგ უხრწნელი ნაწილები მოლდოვო-ვლახეთის დედაქალაქ სოჩავაში გადაასვენეს და საკათედრო ტაძარში დააბრძანეს. |