| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამენი: იუსტინე, ხარიტონი, ეველპისტე, იერაქსი, პეონი, ვალერიანე და ხარიტა
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამენი: იუსტინე, ხარიტონი, ეველპისტე, იერაქსი, პეონი, ვალერიანე და ხარიტა ეწამნენ წმიდა იუსტინე ფილოსოფოსთან ერთად 166 წელს. ისინი რომის საპყრობილეში ჩაამწყვდიეს. ქალაქის თავის, რუსტიკეს წინაშე წმიდანებმა გაბედულად აღიარეს ქრისტიანული სარწმუნოება. რუსტიკემ იუსტინეს ჰკითხა: „ნუთუ მართლა გგონია, რომ დათმენილი სატანჯველის წილ ღმერთი სანაცვლოს მოგაგებს და ცათა სასუფეველს დაგიმკვიდრებს?“ წმიდანმა უპასუხა: „კი არ მგონია, დანამდვილებით ვიცი და ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული“. ქრისტეს მხნე აღმსარებლებს თავები მოჰკვეთეს. |