| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამე ფილოსოფოსი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე ფილოსოფოსი (3) მოწამებრივად აღესრულა ალექსანდრიაში იმპერატორ დეკიუსის მმართველობის (249-251 წწ.) დროს. მას ქრისტეს უარყოფას აიძულებდნენ და როცა ვერაფერს გახდნენ, გადაწყვიტეს სიძვის ცოდვაში ჩაეგდოთ ყმაწვილი: აყვავებულ ბაღში შებორკილი დატოვეს როსკიპ ქალთან ერთად. ცოდვით რომ არ დაცემულიყო, წმიდანმა ენა მოიკვნიტა და აუტანელი ტკივილით დაიცვა თავი ხორციელი ვნებისაგან. მოწამის უშიშრობით და მხნეობით განრისხებულმა ჯალათებმა წმიდა ფილოსოფოსს თავი მოჰკვეთეს. |