მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე ელადი ეპისკოპოსი
#წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე ელადი ეპისკოპოსი (VI-VII სს.) ქრისტეს აღსარებისათვის ცეცხლში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად იქნა დაცული. შემდეგ მას სასტიკ ცემაში ამოხადეს სული. წმიდანისადმი მიძღვნილ კანონში ნათქვამია, რომ საპყრობილეში მას გამოეცხადა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და წყლულებისაგან განკურნა. სხვა ცნობით, წმიდა ელადი აწამეს სპარსებმა რომის იმპერიაზე თავდასხმის დროს.