მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი VIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. მას ღვთივსათნო ცხოვრებისათვის ქალკედონის ეპისკოპოსად დაასვეს ხელი. წმიდა ნიკიტა გულმოწყალებით გამოირჩეოდა; პატრონობდა ქვრივებსა და ობლებს, მხარში ედგა უსამართლოდ დაჩაგრულებს, ეხმარებოდა ღარიბებს. მისი სახლი მწირთა შესაფარად იყო ქცეული.

ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის მმართველობის (813-820 წწ.) დროს წმიდანი უშიშრად ამხელდა ერეტიკოსებს. ამისთვის მრავალი დევნა დაითმინა უსჯულო იმპერატორისა და მისი მიმდევრებისგან. წმიდა აღმსარებელი გარდაიცვალა IX საუკუნის დასაწყისში. მის წმიდა ნაწილებთან სასწაულებრივი კურნებები აღესრულებოდა. კონსტანტინოპოლელი ხუცესის, იოსების მიერ დაწერილ კანონში მოიხსენიება წმიდა ნიკიტას ძმაც - წმიდა ეგნატე.