მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა თეოდორა ქალწული და დიდიმე მხედარი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა თეოდორა ქალწული და დიდიმე მხედარი ქრისტესათვის აღესრულნენ იმპერატორ დიოკლიტიანეს დროს ქალაქ ალექსანდრიაში 300 ან 304 წელს.

წმიდა ქალწულმა თეოდორამ ალექსანდრიის მმართველის, ევსტრატის წინაშე მხნედ აღიარა ქრისტიანობა. ევსტრატის კითხვაზე, თუ რატომ არ გათხოვდა, თეოდორამ მიუგო, რომ თავი უფალს განუკუთვნა და მისი სახელისათვის დაიმარხა ქალწულება. ევსტრატიმ წმიდანს სამი დღე მისცა მოსაფიქრებლად. დაკითხვაზე ხელმეორედ მიყვანილმა ქალწულმა კვლავინდებურად მტკიცედ დაიცვა თავისი რწმენა. მაშინ იგი საროსკიპოში ჩააგდეს. მხედრის სამოსით შემოსილი დიდიმე დაუბრკოლებლად შევიდა საროსკიპოში, თავისი სამოსელი დაუთმო და გამოაპარა. როცა მომხდარი ევსტრატის აუწყეს, მან სამსჯავროზე დაიბარა წმიდა დიდიმე. წმიდანი მოჰყვა, თუ როგორ გაათავისუფლა წმიდა აღმსარებელი. შეუპოვრობისათვის დიდიმე სიკვდილით დასაჯეს. სიკვდილის წინ მოწამესთან მივიდა წმიდა თეოდორა და განუცხადა, რომ სურდა მასთან ერთად მიებარებინა სული უფლისათვის. ამის მხილველმა ევსტრატიმ ბრძანა, ორივესთვის თავი მოეკვეთათ. წმიდა ცხედრები ცეცხლში დაწვეს.