მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე თერაპონტე
#წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე თერაპონტე, სარდელი ეპისკოპოსი, ქრისტესთვის ეწამა IV საუკუნეში. მან მრავალი ელინნი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. იულიანეს სამსჯავროზე გამოცხადებულმა მღვდელმთავარმა უშიშრად აღიარა ქრისტიანობა, რისთვისაც საპყრობილეში ჩააგდეს და დიდხანს ტანჯავდნენ შიმშილითა და წყურვილით. ნაწამებ მღვდელმთავარს ბორკილები დაადეს და ჯერ ფრიგიის ქალაქ სინაონში, შემდეგ კი ანკვირიაში გადაიყვანეს. ბოლოს ქრისტეს მხნე აღმსარებელს სარდეს სამიტროპოლიტოს დაქვემდებარებულ საეპისკოპოსოში მოწამეობრივად აღესრულა. მოწამის სისხლით გაჟღენთილი გამხმარი პალო აყვავდა, ხოლო მისმა ფოთლებმა მაკურნებელი ძალა შეიძინა.