| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი იოანე ფსიხაიტი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი იოანე ფსიხაიტი, აღმსარებელი, ცხოვრობდა VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე. ის სიყრმეში აღიკვეცა ბერად ფსიხაიტის ლავრაში (კონსტანტინოპოლის გარეუბანში). წმიდა ცხოვრებისა და ფიცხელი მოღვაწეობისათვის ღირსმა მამამ ბოროტ სულთა განსხმისა და კურნების ნიჭი მიიღო. იმ დროს ხატმბრძოლობის ერესი მძვინვარებდა. წმიდა ხატთა თაყვანისმცემლებს სასტიკად სდევნიდნენ. ღირსი იოანე დაიბარეს დაკითხვაზე და წმიდა ხატთა უარყოფა მოსთხოვეს. ქრისტეს მხნე აღმსარებელმა ამხილა ხატმბრძოლები და იმპერატორ ლეონ ისავრიელსაც (714-741 წწ.) ერეტიკოსი უწოდა. ამისთვის წმიდანი განდევნეს და შევიწროვებაში მყოფი, გადასახლებაში აღესრულა. |