მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა კარპოსი და ალფესი, სამოცდაათთაგანი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა კარპოსი იყო წმიდა პავლე მოციქულის მოწაფე და თანამგზავრი. წმიდა მოციქულთა თავი პავლე მის სახელს იხსენიებს ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლეში: კარპოსის სახლში დაუტოვა მას ფელონი და წიგნები (2 ტიმ. 4:13). წმიდა პავლემ კარპოსს ხელი დაასხა ბერიის ეპისკოპოსად. მოციქული კარპოსი სახარებას კითხულობდა კუნძულ კრეტაზე. აქ ის ინახულა წმიდა დიონისე არეოპაგელმა (ხს. 4 იანვარს და 3 ოქტომბერს).

წმიდა მოციქული კარპოსი მშვიდობით აღესრულა ბერიაში (სხვა ცნობებით ის აწამეს იმპერატორ ნერონის მმართველობის ჟამს (54-68 წწ.).

წმიდა ალფესი გალილეის ქალაქ კაპერნაუმიდან იყო. ის იყო მამა წმიდა მოციქულთა იაკობ ალფესისა და მათესი. მიიცვალა მშვიდობით.

წმიდა მოწამენი ამბერკი და ელენე, გადმოცემით წმიდა ალფეს მოციქულის შვილები იყვნენ. ქრისტიანობის აღიარებისთვის ამბერკი სკებთან დააბეს, სადაც ფუტკრების ნაკბენებისაგან გარდაიცვალა. მისი და წმიდა ელენე ქვებით ჩაქოლეს.