მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მღვდელმოწამე თერაპონტე, კვიპრელი ეპისკოპოსი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მღვდელმოწამე თერაპონტე, კვიპრელი ეპისკოპოსი დიოკლიტიანეს (284-305 წწ.) მიერ ქრისტიანთა დევნის ჟამს უშიშრად აღიარებდა ქრისტეს სარწმუნოებას, რისთვისაც ცირკის არენაზე სასტიკი წამებით ამოხადეს სული (IV). მღვდელმოწამის წმიდა ნაწილები კვიპროსზე განისვენებდა და მრავალ სასწაულს აღასრულებდა, 806 წელს კი სარკინოზთა თავდასხმების შიშით კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. გზაში წმიდა ნაწილებიდან მირონმა იწყო დენა. აღსრულდა სასწაულიც: წმიდანის მეოხებით ხომალდი საშინელ ქარიშხალს გადაურჩა. სიწმიდე ღვთისმშობლის ხატის, ელეუსას (დღესასწაული 12 ნოემბერს) სახელობის ტაძარში დააბრძანეს. იმავე წელს წმიდა ნაწილები წმიდა თერაპონტეს სახელობის ტაძარში გადაასვენეს, სადაც კვლავ გაგრძელდა სასწაულების აღსრულება.