მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მესამედ პოვნა პატიოსნისა თავისა წმიდისა, დიდებულისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი
#წმინდათა ცხოვრება

როცა წმიდა იოანე ოქროპირი (ხს. 13 ნოემბერს) გადაასახლეს, კონსტანტინოპოლში შფოთი ატყდა. ამასთან დაკავშირებით წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავი ემესაში გადააბრძანეს, აქედან კი სარკინოზთა თავდასხმების დროს (810-820 წწ.) სიწმიდე დასავლეთ საქართველოში - კომანში გადაიტანეს. ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ პატრიარქ ეგნატეს (847-857 წწ.) უფლისგან ეუწყა წმიდა იოანე წინამორბედის პატიოსანი თავის ადგილსამყოფელი. მწყემსმთავარმა ამის შესახებ იმპერატორს აუწყა. მან კომანში გაგზავნა ელჩები, რომელთაც პატრიარქის მიერ მითითებულ ადგილას დახვდათ სიწმიდე. ეს მოხდა 850 წელს. მოგვიანებით ნათლისმცემლის თავი კვლავ კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და საიმპერატორო სასახლის კარის ეკლესიაში დააბრძანეს.