| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა ღირსმოწამე მიქაელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ღირსმოწამე მიქაელი (IX) იყო მოწაფე წმიდა თეოდორე ედესელისა (ხს. 9 ივლისს). მშობლების გარდაცვალების შემდეგ ღირსმა მიქაელმა ქონება ღარიბებს დაურიგა და იერუსალიმში გაემგზავრა. ამ დროს იერუსალიმი მუსულმანებს ჰქონდათ დაპყრობილი. წმიდა მიქაელი პალესტინაში დარჩა და საბაწმიდას ლავრაში დაემკვიდრა. ერთხელ წმიდა მამა მონასტრიდან იერუსალიმში გაგზავნეს ბერების ნახელავების გასაყიდად. მუსულმანი დედოფლის, სეიდას საჭურისს ძალიან მოეწონა ძმათა ხელობა და წმიდა მიქაელი მონასტრის ნაკეთობებთან ერთად დედოფალს წარუდგინა. დედოფალს ძალიან მოეწონა ახალგაზრდა ბერი და ცოდვით დაცემა შესთავაზა მას. უარის მიღების შემდეგ, სეიდამ სასტიკად აცემინა იგი, შემდეგ კი მეფეს წარუდგინა როგორც მაჰმადიანობის მტერი. ბერის დაკითხვის შემდეგ მეფე შეეცადა, მაჰმადიანური სარწმუნოების მიღებაზე დაეყოლიებინა წმიდა მიქაელი, მაგრამ წმიდანმა უპასუხა: „ან სავანეში გამიშვი მოძღვართან, ან მოინათლე, ან თავი მომკვეთე“. მეფის ბრძანებით, წმიდანს საწამლავი დაალევინეს, მაგრამ უვნებლად იქნა დაცული. ამ სასწაულის შემდეგ წმიდა მიქაელს თავი მოჰკვეთეს. ბერებმა მისი ნეშტი გადაასვენეს საბაწმიდას ლავრაში. |