მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

II მსოფლიო საეკლესიო კრება
#წმინდათა ცხოვრება

II მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა 381 წელს კონსტანტინოპოლში იმპერატორ თეოდოსი დიდის (379-395 წწ.) მმართველობის დროს. კრებას ესწრებოდა 150 ეპისკოპოსი. მათ შორის იყვნენ: გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსელი, მელეტი ანტიოქიელი, ამფილოქე იკონიელი, კირილე იერუსალიმელი და სხვები. კრებას ხელმძღვანელობდა მელეტი ანტიოქიელი. მისი მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ კი - გრიგოლ ღვთისმეტყველი. კრებამ დაგმო მაკედონიუსის ერესი და დაამტკიცა მოციქულთა სწავლება სულიწმიდის შესახებ.