მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი თალასე
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი თალასე ლიბიის ერთ-ერთ მონასტერს წინამძღვრობდა VII საუკუნეში. იგი მაქსიმე აღმსარებლის (ხს. 21 იანვარს) მეგობარი იყო. როგორც წმიდა მოწამეთა მიმოწერიდან ჩანს, ისინი მრავალი წლის მანძილზე სულიერ ცხოვრებაში წარმოქმნილი სიძნელეების გასარკვევად წერილობით მიმართავდნენ ხოლმე ერთმანეთს. სღვთო წერილში ღრმად განსწავლული ნეტარი თალასე სამწყსოს განათლებაზეც ზრუნავდა. მას ეკუთვნის ნაშრომი „სიყვარულისა, თავშეკავებისა და სულიერი ცხოვრების შესახებ“. იოანე დამასკელი (ხს. 4 დეკემბერს) თავის საღვთისმეტყველო ნაშრომებში ღირსი თალასეს ნაწერებს ეყრდნობა. წმიდა მამა ძირითადად შინაგან სულიერ ღვაწლზე, ვნებებთან ბრძოლაზე ამახვილებს ყურადღებას.

ღირსი ტალასე ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა დაახლოებით 660 წელს. მისი ნაწილებიდან კეთილსურნელოვანი მირონი გადმოდინდა.