| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამე კალუთა მეგვიპტელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე კალუთა მეგვიპტელი წარმოშობით ქალაქ თებედან იყო. ქრისტეს აღსარებისთვის იგი შეიპყრეს და ქალაქის მთავარს მიჰგვარეს. მისი ბრძანებით წმიდანი თავდაყირა დაკიდეს, მძიმე ქვა გამოაბეს და სასტიკად სცემეს. ქრისტეს ტარიგი ღვთის სადიდებლად ითმენდა სატანჯველს. შემდგომ კალუთა ჩამოხსნეს და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. როცა პასუხად უარი მიიღეს, გამძვინვარებულმა წარმართებმა იგი ცეცხლში დაწვეს. წმიდა კალუთა ეწამა იმპერატორ მაქსიმიანე ჰერკულესის, დიოკლიტიანეს თანამმართველობის დროს (284-305 წწ.). |