მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მღვდელმოწამე პატრიკიოსი, პრუსელი ეპისკოპოსი და მასთან სამი ხუცესი: აკაკი, მენანდრე და პოლიენოსი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა პატრიკიოსი იყო ბითვინიის ქალაქ პრუსის ეპისკოპოსი. მღვდელმთავარი სამ მღვდელთან: აკაკისთან, მენანდრესა და პოლინეოსთან ერთად შეიპყრეს და ქალაქის მთავარს, იულიუსს წარუდგინეს. მთავარი სამკურნალოდ მიდიოდა და  ბრძანა, ბორკილდადებული ეპისკოპოსი და მღვდლებიც მიეყვანათ მისთვის. სამკურნალო წყლებში განბანვის შემდეგ იულიუსმა მსხვერპლი შეწირა კერპებს და წმიდა პატრიკიოსს და სხვა პყრობილებსაც უბრძანა იგივე.

წმიდა პატრიკიოსმა უპასუხა: „მე ქრისტიანი ვარ და ვემორჩილები ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, იესო ქრისტეს, რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა და ეს ცხელი წყლებიც საკურნებლად კაცთა“. იულიუსის ბრძანებით პატრიკიუსი ცხელ წყალში ჩააგდეს. მღვდელმთავარი მხურვალედ ევედრებოდა უფალს: „უფალო იესო ქრისტე, შემეწიე მონასა შენსა“. ღვთის განგებულებით, წმიდანი უვნებლად იქნა დაცული. განრისხებულმა იულიუსმა ბრძანა, თავი მოეკვეთათ ქრისტიანებისათვის. მოწამენი აღესრულნენ დაახლოებით 100 წელს.