| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოციქულთასწორის ნინოს შემოსვლა საქართველოში
#წმინდათა ცხოვრება ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში მოციქულებმა იქადაგეს ქრისტიანობა, მაგრამ IV საუკუნის დასაწყისისთვის ქვეყანა მაინც წარმართობის ტყვეობაში იყო. ყოვლადწმიდა ქალწულის ლოცვა-კურთხევით ქართველთა ერის ქრისტეს ნათლით გასანათებლად მოციქულთასწორი ქალწული ნინო გამოემართა საქართველოსკენ. წმიდა ნინო ქალწულმოწამეებთან: რიფსემესთან, გაიანესთან და მათ 50 თანამოღვაწესთან (ხს. 30 სექტემბერს) ერთად სომხეთში ჩავიდა. წმიდა ქალწულთა მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ნინო ღვთაებრივი გამოცხადებით ფარავნის ტბას მიუახლოვდა და ჯავახეთის მთებით საქართველოში შემოვიდა. „ვარდი და ნუში ყუაოდა მას ჟამსა“, „მთანი ჩრდილოსანი“ კი, მიუხედავად ვარდობისთვისა, „სავსენი ჩნდეს თოვლითა და ჰაერითა სასტიკითა“. საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმიდა მოციქულთასწორი ნინოს საქართველოში შემოსვლას დიდი ზეიმით აღნიშნავს. (წმ. ნინოს ცხოვრება იხილეთ 14 იანვარს). |