მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი სვიმეონი, ისააკი და ბაქტისა
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი სვიმეონი, ისააკი და ბაქტისა სპარსეთში ცხოვრობდნენ ქრისტიანთა სასტიკი მდევნელის, საპორ მეფის დროს. წმიდანებს აიძულებდნენ ცეცხლთაყვანისმცემლობა მიეღოთ, მაგრამ მათ მხნედ მიუგეს წარმართებს: „ჩვენ არ ვუარყოფთ შემოქმედს ყოველთასა და არ შევუეთდებით მზესა და ცეცხლს“. მოწამენი სასტიკად სცემეს, შემდეგ დილეგში ჩააგდეს და 7 დღე უჭმელ-უსმელად ამყოფეს, ბოლოს მკერდამდე მიწაში ჩამარხულ სვიმეონს ქვების სროლით ამოხადეს სული, ისააკიც ქვებით ჩაქოლეს, ჭრილობებისგან მოუძლურებული ბაქტისე კი საკანში გარდაიცვალა და მას უკვე მიცვალებულს მოჰკვეთეს თავი.