| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა სტეფანე
#წმინდათა ცხოვრება წმიდა სტეფანე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი იყო უმცროსი ვაჟი იმპერატორ ბასილი მაკედონელისა (867-886 წწ.) და ძმა იმპერატორ ლეონ ბრძენისა (886-912 წწ.), მღვდლად ეკურთხა პატრიარქ ფოტიოსის (857-867 წწ.; 877-886 წწ.) დროს. 887 წელს პატრიარქი ფოტიოსი იძულებული გახდა მღვდელმთავრის ტახტი დაეტოვებინა. კონსტანტინოპოლის კათედრაზე არჩეულ იქნა წმიდა სტეფანე. მღვდელმთავარი ფხიზლად იცავდა სამწყსოს, იყო მოწყალე, ქომაგი გაჭირვებულთა, ზრუნავდა ქვრივებზე და ობლებზე. იგი მშვიდობით მიიცვალა 893 წელს; დაკრძალეს სიკელიის მონასტერში. |