| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოციქული ანდრონიკე და თანამდგომი მისი იუნია
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოციქული ანდრონიკე და თანამდგომი მისი იუნია წმიდა პავლე მოციქულის ნათესავები იყვნენ. მათ მოღვაწეობას ახსენებს მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: „კითხვაი არქუთ ანდრონიკეს და იუნიას, ნათესავთა ჩემთა და თანატყუეთა ჩემთა, რომელნი არიან გამორჩეულნი მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაითცა იყვნეს ქრისტეს მიერ“. (რომ. 16,7). წმიდა ანდრონიკეს ხელი დაასხეს პანონიის ეპისკოპოსად. მან წმ. იუნიასთან ერთად ქადაგებით მოიარა სხვა ქვეყნებიც. წმიდანთა მოღვაწეობის შედეგად წარმართები ქრისტიანდებოდნენ, ანადგურებდნენ საკერპოებს და მათ ნაცვლად ქრისტიანულ ტაძრებს აშენებდნენ. ცნობილია, რომ წმიდა ანდრონიკე და იუნია მოწამებრივად აღესრულნენ. |