მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ნიკოლოზ მისტიკოსი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ნიკოლოზ მისტიკოსი იყო კონსტანტინოპოლელი პატრიარქი, ზედწოდება მისტიკოსი (საიდუმლო საბჭოს უმაღლესი მოხელე) მის სამეფო კარზე ამ საბჭოში სამსახურისათვის ეწოდა. საპატრიარქო ტახტზე იგი 895 წელს აღესაყდრა. 905 წელს მეოთხედ უკანონოდ დაქორწინებული იმპერატორის, ლეონ I-ის ეკლესიიდან განკვეთისათვის წმიდა ნიკოლოზს ხარისხი აჰყარეს და გადაასახლეს. 911 წელს, უსჯულოთა თვითმყრობელის მიცვალების შემდეგ, იგი კვლავ დაუბრუნდა კათედრას და აღსრულებამდე მშვიდობით განაგებდა ეკლესიას.