| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ნეტარი მუზა ქალწული
#წმინდათა ცხოვრება ნეტარი მუზა ქალწულის შესახებ წმიდა გრიგოლ დიოლოგოსმა მთავარდიაკონ პეტრეს მოუთხრო ის, რაც წმიდანის ძმისგან, პროვასგან გაეგონა. ერთხელ, ნეტარს ძილში გამოეცხადა ყრმებით გარშემორტყმული ღვთისმშობელი და ჰკითხა: „გსურს ჩემთან წამოხვიდე და ამათთან ერთად იცხოვრო?“, - „მსურს“ - უპასუხა გოგონამ. - „ცუდი არაფერი ჩაიდინო, თავი აარიდე მხიარულებას და საბავშვო თამაშობებს. ოცდამეათე დღეს ჩამოვალ და თან წაგიყვან“. ამ გამოცხადების შემდეგ მუზა ძალიან დასერიოზულდა, მთელ დღეებს ლოცვასა და მარხვაში ატარებდა. 25-ე დღეს მუზა დასნეულდა, 30-ე დღეს კი კვლავ იხილა ღვთისმშობელი. „მოვდივარ დედოფალო“, - თქვა გოგონამ და მიიცვალა. |