| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი აქილე
#წმინდათა ცხოვრება ღირსი აქილე, ლარისის ეპისკოპოსი ცხოვრობდა წმიდა კონსტანტინე დიდის (306-337 წწ.) მეფობის დროს. სიწმიდით და განსწავლულობით გამორჩეული ღირსი აქილე თესალიის ქალაქ ლარისის ეპისკოპოსად აირჩიეს. წმიდა აქილე აქტიურად მონაწილეობდა მსოფლიო I საეკლესიო კრების მუშაობაში. თავის ქალაქში ღირსმა მამამ დაანგრია საკერპოები და ეკლესიები ააშენა. წმიდანს უფლისაგან სნეულებათა კურნების ნიჭი მიემადლა. წმიდა აქილე გარდაიცვალა დაახლოებით 330 წელს. 978 წელს მისი წმიდა ნაწილები გადაასვენეს ბულგარეთში, ქალაქ პრესპაში. |