მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი სერაპიონ სინდონიტი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი სერაპიონ სინდონიტი ეგვიპტეში დაიბადა და სიყმაწვილიდანვე შეუდგა ბერმონაზვნურ ღვაწლს. მან ნებით იტვირთა სიგლახაკე ქრისტესათვის - თავშესაფარიც კი არ გააჩნდა, მთელ მის ქონებას წარმოადგენდა ერთი სელის სამოსი - სინდონი (ალბათ, ამიტომაც უწოდეს მას სინდონიტი) და სახარება. ღირსი სერაპიონი მოყვასისადმი უსაზღვრო სიყვარულით გამოირჩეოდა, ყველაფერს, რასაც კეთილი ადამიანები ჩუქნიდნენ, გლახაკებს ურიგებდა. ერთხელ, წმიდანმა სიცივით აკანკალებულ მათხოვარს თავისი ტანსაცმელი აჩუქა; როცა ერთი კეთილმსახური მოქალაქე მანიქევლობის ერესით ცდუნდა, ღირსმა სერაპიონმა მისი სულის წარწყმედისაგან დასახსნელად პირად თავისუფლებაზეც კი თქვა უარი, მონად მიეყიდა ამ კაცს, და გონებრივი შეგონებებით მიაღწია მისი ბატონის მართლმადიდებლობაზე მოქცევას.

უფლის რჩეული V საუკუნის დასაწყისში მიიცვალა.