მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე მაქსიმე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე მაქსიმე აღესრულა იმპერატორ დეკიუსის მმართველობის (249-251 წწ.) დროს. წმიდა მაქსიმე ვაჭარი იყო, ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ერთხელ, როცა წარმართები შეიკრიბნენ მსხვერპლშეწირვისათვის, წმიდა მაქსიმემ ვერ აიტანა ამაზრზენი სანახაობა, მიეჭრა უღმერთოებს და ხმამაღლა ამხილა მათი უსჯულოება. გამძვინვარებულმა წარმართებმა ქვებით ჩაქოლეს წმიდა მოწამე (დაახლოებით 250 წელს).