მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ალექსანდრე რომაელი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ალექსანდრე რომაელი მოწამეობრივად აღესრულა IV საუკუნის დასაწყისში. ის მხედარი იყო და მსახურობდა ტრიბუნ ტიბერიანეს პოლკში. წმიდა ალექსანდრე 18 წლისა იყო, როცა იმპერატორმა მაქსიმიანე ჰერკულესმა (284-305, 307-310) გამოსცა ბრძანება, რომ განსაზღვრულ დღეს ყველა მისულიყო ზევსის ტაძარში და მსხვერპლი შეეწირა. ქრისტიანული სარწმუნოებით აღზრდილმა ალექსანდრემ უარი განაცხადა დღესასწაულში მონაწილეობის მიღებაზე. შეშინებულმა ტიბერიანემ იმპერატორთან დაასმინა წმიდანი. ალექსანდრეს ანგელოზმა მოსალოდნელი მოწამებრივი აღსასრული აუწყა. მაქსიმიანეს წინაშე წმიდა ალექსანდრემ უშიშრად აღიარა ქრისტე. როცა დაპირებებმა არ გაჭრა, წმიდა მოწამე სასტიკად აწამეს. იმპერატორის ბრძანებით ტიბერიანე თრაკიაში წავიდა და თან იახლა წმიდა ალექსანდრე. უფლის ანგელოზმა წმიდანის დედას, პიმენიას გაუცხადა შვილის მოწამებრივი მოღვაწეობა.