მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა პაკსიკაკოსი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა პაკსიკაკოსი, სინადის ეპისკოპოსი ცხოვრობდა სირიის ქალაქ აპამეაში. ბავშვობიდანვე ქრისტიანულად გაზრდილმა, ადრევე დაიწყო ასკეტური ცხოვრება. წმიდანს უფლისაგან ხორციელ და სულიერ სენთა კურნების ნიჭი მიემადლა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა კვირიაკემ (592-606 წწ.) წმიდა პავსიკაკოსს ხელი დაასხა სინადის ეპისკოპოსად. კონსტანტინოპოლში ყოფნისა წმიდა პავსიკაკოსმა განკურნა იმპერატორი მავრიკიუსი. უკან გამობრუნებულმა უფალს წყალი სთხოვა წყურვილისაგან ქანცგაწყვეტილი თანამგზავრებისათვის. წმიდანის ლოცვით მიწიდან წყარომ ამოხეთქა. პავსიკაკოსი  მშვიდობით აღესრულა 606 წელს.