მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა გიორგი აღმსარებელი, მეუღლე მისი ირინა და შვილნი მათნი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა გიორგი აღმსარებელი, მეუღლე მისი ირინა და შვილნი მათნი (IX) აღესრულნენ ხატმბრძოლობის ერესის მძვინვარების დროს. იმპერატორი თეოფილე (829-842 წწ.) აიძულებდა წმიდა გიორგის, უარი ეთქვა ხატთა თაყვანისცემაზე, რაზედაც აღმსარებელმა უარი განაცხადა. იმპერატორის ბრძანებით წმიდანს მთელი ქონება ჩამოართვეს, ყელზე თოკგამობმული ატარეს კონსტანტინოპოლის ქუჩებში, დილეგში გამოამწყვდიეს, შემდეგ კი ცოლ-შვილთან ერთად კონსტანტინოპოლში გადაასახლეს. უფლის რჩეულებმა დევნილობაში შეჰვედრეს სული უფალს.