| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა გერმანე
#წმინდათა ცხოვრება წმიდა გერმანე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი დაიბადა კონსტანტინოპოლში, VII საუკუნეში. მისი მამა, ბიზანტიის ერთ-ერთი პირველი სენატორი, მოკლულ იქნა იმპერატორ პოგონატის (668-685 წწ.) ბრძანებით. ყრმა გერმანე მონასტერში იზრდებოდა. აქ მან ღრმად შეისწავლა საღვთო წერილი. წმიდა ცხოვრებისათვის გერმანეს კვიზიკოსის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. წმიდა გერმანე მტკიცედ დადგა ხატმბრძოლებისაგან მართლმადიდებლობის დასაცავად. შემდგომ ის კონსტანტინოპოლის პატრიარქად აირჩიეს. წმიდანი აგრძელებდა ხატმბრძოლთა მხილებას, რომელთაც ლეონ III ისავრიელი იმპერატორი (714-741 წწ.) ედგა სათავეში. ძალები არათანაბრი იყო. გერმანე იძულებული გახდა თავისი ომოფორი ტრაპეზზე დაესვენებინა და მღვდელმთავრის კათედრა დაეტოვებინა. გამძვინვარებულმა იმპერატორმა ჯარისკაცები გაგზავნა გერმანესთან. მათ საპატრიარქო რეზიდენციიდან განდევნეს წმიდანი. წმიდა გერმანემ დარჩენილი დღეები მონასტერში გაატარა. გარდაიცვალა 740 წელს, 95 წლის ასაკში, დაასაფლავეს კონსტანტინოპოლში, ქორის მონასტერში. შემდგომ მისი ნაწილები გადაასვენეს საფრანგეთში. |