მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წინასწარმეტყველი აქია
#წმინდათა ცხოვრება

წინასწარმეტყველი აქია ქალაქ სილომში დაიბადა. იგი მეფეების-სოლომონისა და იერობოამის (ქრისტეს შობამდე 1010-963 წლებში) თანამედროვე იყო. აქიამ გაუცხადა იერობოამს, რომ იგი გამეფდებოდა ისრაელის ათ შტოზე, შემდეგ კი უსჯულოებისთვის მთელი მისი გვარის ამოძირკვა უწინასწარმეტყველა (3 მეფ. 14,6-16). წმიდანის ყველა წინასწართქმა ახდა. ნეტარმა აქიამ ღრმა მოხუცებულობას მიაღწია, სიბერის გამო თვალისჩინი წაერთვა, დასნეულდა, ბოლოს კი, ქრისტეს შობამდე 960 წელს, მშვიდობით მიიცვალა.