| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი ისიდორა
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ისიდორა სალოსი მოღვაწეობდა ეგვიპტეში, ტავერნის მონასტერში. ქალწულმა ისიდორამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა და საოცარი მორჩილებით და სიმდაბლით იტანდა ყველაფერს. ერთხელ მეუდაბნოე ბერს, ღირს პიტიმირს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „წადი ტავერნის მონასტერში, იქ იხილავ დედას, რომელიც ყველას სიყვარულით ემსახურება, გული და გონება მისი მაგრამ ღმერთთანაა, შენ კი მარტოობაში მყოფობ და ფიქრით მთელ სამყაროში მიმოიქცევი.“ ბერი ტავერნის მონასტერში წავიდა, მაგრამ შეკრებილთა შორის ვერ იხილა ღვთაებრივ ხილვაში მითითებული მოღვაწე. როცა ისიდორა მიჰგვარეს, სალოსი მუხლებზე დაეცა მის წინაშე და კურთხევა სთხოვა. ღირსმა პიტიმირტმა თვითონ დაუჩოქა და უთხრა: „ჯერ შენ მაკურთხე, წმიდაო დედაო!“ გაოცებული დების შეკითხვაზე ღირსმა მამამ უპასუხა: „ისიდორა უპირატესია ღვთის წინაშე“. დებმა სინანულით სთხოვეს პატიება ღირს ისიდორას. მოულოდნელი დიდებით შეწუხებული წმიდანი მალულად წავიდა სავანიდან. მისი შემდგომი ცხოვრება უცნობია. ვარაუდობენ რომ ღირსი დედა გარდაიცვალა არაუგვიანეს 365 წლისა. |