მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი: ალფიოს, ფილადელფოს, კვიპრიანე, ონისიმე, ერაზმი და მათი 14 თანამოღვაწე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი: ალფიოს, ფილადელფოს, კვიპრიანე, ონისიმე, ერაზმი და მათი 14 თანამოღვაწე იტალიელები იყვნენ. ალფიოსი, ფილადელფოსი და კვიპრიანე - იტალიის მმართველის ვიტალიუსის ვაჟები იყვნენ. ისინი ქრისტიანობაზე მოაქცია წმიდა ონისიმემ. იმპერატორმა დეკიუსმა (249-251 წწ.) გამოსცა ბრძანება, მოეძებნათ და ეწამებინათ ჭეშმარიტი ღმერთის მოსავნი. ძმები ონისიმესთან, ერაზმთან და სხვა 14 ქრისტიანთან ერთად რომში წაიყვანეს. რომში წმიდა ონისიმე ქვებით ჩაქოლეს. ერაზმს და 14 ქრისტიანს თავები მოჰკვეთეს. ძმები სიცილიაში, ქალაქ მესოპოლში აღესრულნენ: წმიდა ალფიოსს ენა ამოგლიჯეს და სისხლისგან დაიცალა, წმიდა ფილადელფოსი და წმიდა კვიპრიანე კი გახურებულ ქვაბში ჩააგდეს. 1517 წელს მოხდა მათი წმიდა ნაწილების აღმოყვანება.